აკაკი ბაქრაძის ნააზრევი…
“თომაზო კამპანელა ამბობს,რომ ხელისუფლებას სამი მოკავშირე უნდა ჰყავდეს – ძალა,სიბრძნე და სიყვარული.სტალინს ჰქონდა პირველი ორი და არ გააჩნდა მესამე.აქედან არის მისი სისასტიკე და კაციჭამიობა.არ გააჩნდა იმიტომ,რომ სიყვარულის გამოხატვაა რელიგია.კომუნისტები კი უარყოფენ რელიგიას.ამის გამო რჩება ცარიელი ადგილი.სიცარიელის დატოვება არ შეიძლება.სიცარიელე რაღაცით უნდა შეივსოს,თორემ ცარიელ ადგილს ყოველთვის იჭერს ბოროტება.კომუნისტებს ქრისტიანობა (რაკი არ მოსწონდათ) უნდა შეეცვალათ სხვა რელიგიით.ეს ვერ მოახერხეს.ახალი რელიგია ვერ შეიმუშავეს.აქედან გამომდინარე,ძალა მათ ხელში გადაიქცა ბოროტებად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
”ცივილიზაცია ნაყოფია სამი ფაქტორის – შრომის,რელიგიისა და კერძო საკუთრების”.
* * *
“ხშირად ერთგულება გონებრივი მონობის შედეგია”.
* * *
“ევოლუცია და ტექნიკური პროგრესი – აი ერთადერთი გზა უკეთესობისაკენ”.
* * *
“ხუმრობა ხომ არ არის შეგნება იმისა,რომ ვიღაცაზე ბედნიერი მაინც ხარ”.
* * *
“ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობამ მოიმატა.შესაბამისად გაიზარდა დედამთილებისა და რძლების,სიდედრებისა და სიძეების კინკლაობის ხანგრძლივობამაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიკეთე,რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო,აღარ არის სიკეთე.ეს ვაჭრობაა.სიკეთე უანგაროდ უნდა კეთდებოდეს და არ ელოდოს სამაგიეროს მომიზღვავენო.იგი თავისთავად არის ღირებულება და გაცვლა-გამოცვლა არ უნდა იყოს საჭირო მისი დაფასებისათვის.ასევეა სიყვარული.სიყვარულიც ვაჭრობაა,თუ ეს სიყვარული სამაგიეროს მოითხოვს”.
* * *
“შიში დიდებული გრძნობაა,რადგან იგი წესრიგისაკენ მოუწოდებს როგორც ორგანიზებულს,ასევე ყალთაბანდს”.
* * *
“ხანდახან დიდი ტალანტიც კი კრეტინული აზრების პროპაგანდისტია”.
* * *
“ღმერთი სიკეთისა და ბოროტების ერთიანობაა.ადამიანი კი ან კეთილი,ან ბოროტია,ამიტომ ღმერთი მისთვის ყოველთვის შეუცნობელი იქნება.კეთილი ადამიანი ვერასოდეს ვერ ჩაწვდება ღმერთის ბოროტ მხარეს,ხოლო ბოროტი ადამიანი ღმერთის კეთილ მხარეს”. – (ავტორი გენია.ჯი)