ჯონ ტაილერი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში,ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ ეკავა ისეთ პიროვნებებს,რომლებიც არც ერთი პარტიის წევრები არ იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის პირველი გახლდათ აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,ხოლო მეორე კი - ჯონ ტაილერი (1790-1862 წლები).აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა – ჯონ ტაილერმა პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ (1841 წელი) დაიკავა,რაც მოულოდნელად გარდაიცვალა მისი წინამორბედი – უილიამ ჰენრი ჰარისონი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს,ტაილერი ვიგების პარტიის წევრი გახლდათ,თუმცა მას შემდეგ,რაც იგი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას შეუდგა,გადაუხვია იმ პოლიტიკურ ხაზს,რომელსაც ვიგების პარტია ეყრდნობოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ აშშ-ის რიგით მეათე პრეზიდენტი – ჯონ ტაილერი,ვიგების პარტიიდან ოფიციალურად იქნა გარიცხული.შესაბამისად,ტაილერი ვაშინგტონთან ერთად მეორე პრეზიდენტი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში,რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>