“ტრიუმფატორი ქრისტე” – (ეპიზოდი)
ადრექრისტიანული ეპოქის ხატწერაში ჩვენი მაცხოვრის – იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენა ისეთი სახით არ იყო წარმოდგენილი,როგორიც დღეს გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს გრძელი ტუნიკითა და თავზე სამეფო გვირგვინით გამოსახავდნენ.გარდა ამისა,არსად იყო ასახული ის საშინელი იარებიც,რომლებიც უფალმა წამებისა და ჯვარცმის შედეგად მიიღო. 692 წელს გამართული კონსტანტინოპოლის კრების შემდგომ,ხატწერაში გავრცელება დაიწყო ქლამინდით შემოსილი იესოს გამოსახვამ. XI საუკუნიდან კი იესო ქრისტეს გამოსახვა ხატმწერებმა მასობრივად დაიწყეს არა მხოლოდ ქლამინდით,არამედ წვერით,ეკლის გვირგვინითა და ვნების დროს მიყენებული იარებით,რაც თავის მხრივ,”ტრიუმფატორი ქრისტეს” იმ ვნებებთან სიმბოლირდებოდა,რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმის დროს განიცადა. (ავტორი გენია.ჯი)