თომას პარის შესახებ…
1483 წელს ინგლისურ ქალაქ შრიუსბერიდან 16 კილომეტრის მოშორებით მდებარე ვოლასტონში ქვეყნიერებას მოევლინა – თომას პარი,რომელმაც სახელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლით გაითქვა.როგორც ცნობილია,ინგლისელმა გლეხმა მთელი 152 წელიწადი იცოცხლა.მას ათი მონარქის – ედუარდ IV-ის,ედუარდ V-ის,რიჩარდ III-ის,ჰენრი VIII-ის,ედუარდ VI-ის,მარია სტიუარტის,ელისაბედ I-ის,ჯეიმზ I-ისა და ჩარლზ I სტიუარტის მმართველობების ხანაში მოუწია ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) თომასის პოპულარობა მისივე ერთობ ხანდაზმულმა ასაკმა განაპირობა.იგი თავის ტილოებზე ასახეს ისეთმა გენიალურმა მხატვრებმა,როგორებიც გახლდნენ – პეტერ პაულ რუბენსი და ანტონის ვან დეიკი.გარდა ამისა, 1635 წელს პარი ოფიციალურად იქნა მიწვეული ლონდონში ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის – ჩარლზ I სტიუარტის მიერ.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ თომასმა პირველად 80 წლის ასაკში იქორწინა.აღნიშნული ქორწინება 32 წლის განმავლობაში გაგრძელდა.პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ,პარიმ მეორედ, 122 წლის ასაკში იქორწინა.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ მას 130 წლის ასაკში (სხვა ვერსიით 100 წლის ასაკში) ინგლისის სასულიერო სასამართლომ ბრალი დასდო ცოლის ღალატში და განაჩენად საჯარო მონანიება გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი)
არის ცნობები იმის შესახებ,რომ თომას პარი მკაცრად იცავდა დიეტას.როგორც დიდი ინგლისელი მედიკოსი,ფიზიოლოგიისა და ემბიოლოგიის ფუძემდებელი – უილიამ ჰარვეი ირწმუნებოდა,თომასის ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მისი დიეტა გახლდათ.გარდა ამისა,შენიშნავდა,რომ 130 წლის ასაკში პარი ფერმაში მუშაობდა და დიდი გულმოდგინებით უვლიდა ვენახს. 1635 წლის 14 ნოემბერს თომას პარი 152 წლის ასაკში გარდაიცვალა.მეფის ბრძანებით იგი დაკრძალული იქნა ვესტმინსტერის სააბატოში. (ავტორი გენია.ჯი)
სახლი,სადაც თომას პარი დაიბადა დღემდე არსებობს