კარსტენ ბრაში – “ეპიზოდი”
1998 წეელს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მიმდინარეობისას,დიდმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალებმა (დებმა) სერენა და ვინუს უილიამსებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ,რომ მათ პირველ ორასეულში მყოფი ნებისმიერი მამაკაცი ჩოგბურთელის დამარცხება ძალუძდათ. (ავტორი გენია.ჯი) დების გამოწვევა მიღებული იქნა იმ პერიოდის რეიტინგში 203-ე ადგილზე მყოფი გერმანელი პროფესიონალი ჩოგბურთელის - კარსტენ ბრაშის მიერ.მალევე ბრაშსა და დებ უილიამსებს შორის შედგა საჩოგბურთო დაპირისპირებები,სადაც კარსტენმა ჯერ ვინუსი გაანადგურა ანგარიშით 6 : 2,ხოლო შემდგომ კი მისი და სერენა გაანადგურა,ანგარიშით 6 : 1. აღნიშნული დაპირისპირებების შემდგომ ბრაშმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა იმას,რომ დიდ ამერიკელ ჩოგბურთელ ქალებთან ორთაბრძოლებში გამარჯვებისათვის დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავს, და იქვე მიუთითა ირონიულად,რომ უილიამსებთან მამაკაცთა შორის რეიტინგის მიხედვით მეექვსასე ადგილის დონის დამახასიათებელი თამაში აჩვენა. (ავტორი გენია.ჯი)
სერენა უილიამსი
ვინუს უილიამსი