უარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფასეულ საჩუქარს!
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ და საგანძურად აღიარებული დათვისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველების – პანდების გაყვანა სასტიკად იკრძალება. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,მათი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გაყვანა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ამა თუ იმ ქვეყნისათვის ნაჩუქარ პანდებზე უარი არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს გარდა ერთი დე-ფაქტო ქვეყნისა. 2006 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საკმაოდ დიდი გულუხვობა გამოიჩინა და დე-ფაქტო სუვერენულ ქვეყანას – ტაივანს რამდენიმე პანდის ჩუქება აღუთქვა.თუმცა ჩინელთა გასაკვირად,ტაივანმა მათი საჩუქრის მიღებზე კატეგორიული უარი განაცხადა.ამის მიზეზი კი პოლიტიკური სარჩული გახლდათ,რადგან ტაივანის ხელისუფლებამ მიიჩნია,რომ ჩინეთისაგან ესოდენ ფასეული საჩუქრის მიღება ირიბი მხარდაჭერა იქნებოდა ჩინური პოლიტიკისადმი,რომელიც თავის მხრივ ტაივანს თავის შემადგენლობაში განიხილავს. (ავტორი გენია.ჯი)