ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი – “ეპიზოდი”
ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (1865-1923 წლები) – წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ინჟინერ-ელექტრიკოსს,რომელსაც ზედსახელად მოიხსენიებდნენ,როგორც – “ჯადოქარი სტენეკტადიდან”. (ავტორი გენია.ჯი) იგი,ისევე,როგორც მამამისი და ბიძამისი,დისპლაზიით იტანჯებოდა და მიუხედავად თავისი ჯუჯა სიმაღლისა და ერთობ შეუხედავი გარეგნობისა,გენიალური გონების საშუალებით უმაღლესი სამეცნიერო და კარიერული მწვერვალების დაპყრობა შეძლო.ნიუ-იორკში გადასვლის შემდგომ მუშაობა დაიწყო კორპორაცია – “General Electric”-ში,სადაც შესანიშნავ წარმატებას მიაღწია და მალევე ”General Electric”-ის გამომთვლელი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. 1901-1902 წელბში ამერიკის ინჟინერ-ელექტრიკოსების ინსტიტუტის პრეზიდენტი ხდება.მეგობრობდა ისეთ გენიოსებთან,როგორებიც გახლდნენ – ალბერტ აინშტაინი,ტომას ალვა ედისონი,ნიკოლა ტესლა და სხვები.შტეინმეცმა არა მხოლოდ ელექტროტექნიკის წარმოებაში მოახდინა რევოლუცია,არამედ უდიდესი წვლილი დაიდო კორპორაცია - ”General Electric”-ის განვითარებაშიც. 1923 წლის 26 ოქტომბერს ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ”General Electric”-ის მხოლოდ რამდენიმე თანმშრომელს თუ ღირსებია ის პატივი,რაც აღნიშნულმა კომპანიამ მის ყოფილ გენიალურ თანამშრომელს მიაგო: შტეინმეცის დაკრძალვის დღეს კონცერნმა ”General Electric”-მა,ჩარლზის ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით,ხუთი წუთის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი ალბერტ აინშტაინთან და სხვა გენიოსებთან ერთად