ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ – ტომას ალვა ედისონმა (1847-1931 წლები) სახლში მყოფ დედას სკოლის მასწავლებლის წერილი გადასცა. (ავტორი გენია.ჯი) დედამ წერილი გახსნა და თვალცრემლიანმა მისი ხმამაღლა წაკითხვა მომავალი გენიოსი შვილის წინაშევე დაიწყო: “თქვენი ვაჟი – გენიოსია.ამიტომ ჩვენი სკოლა მისი შესაძლებლობების მქონესათვის ძალიან მცირე ასპარეზია, და აქ,ამ სკოლაში არ არსებობენ მასწავლებლები,რომლებიც მას რაიმეს შეასწავლიან.ძალიან გთხოვთ,ეს წერილი მასთან ერთად წაიკითხეთ”.
დედის გარდაცვალებიდან დიდი ხნის გასვლის შემდგომ,უკვე სახელოვანმა ამერიკელმა გამომგონებელმა და მეწარმემ – ტომას ალვა რედისონმა ოჯახურ არქივში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ის წერილი,რომელიც ოდესღაც თვალცრემლიანმა დედამ წაუკითხა.ტომასმა წერილი გახსნა და მისი წაკითხვა თავად დაიწყო: “თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია.ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია სხვებთან ერთად მისი სწავლება.ამიტომ გიწევთ რეკომენდაციას,თავად მიიღოს თვითგანათლება სახლში”.
აღნიშნული წერილის წაკითხვის შემდეგ,ედისონი რამდენიმე საათი ჩაფიქრებული იდგა ფეხზე,რის შემდგომაც თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთა: “ტომას ალვა ედისონი გახლდათ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი,თუმცა გონიერი დედის გმირული საქციელის წყალობით იგი ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი გახდა თავისი საუკუნისა”. (ავტორი გენია.ჯი)