ჩვენი “ოთხფეხა მეგობრების” რეპრესიები საბჭოთა კავშირში…
ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად,სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი მილიონობით საბჭოთა მოქალაქესთან ერთად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები – ძაღლებიც იქცნენ.ალბათ,ძალიან ცოტამ თუ უწყის იმის შესახებ,რომ 1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა სპეციალური დეკრეტი,რომლის თანახმადაც “წითელი იმპერიის” მოქალაქეებს მკაცრად ეკრძალებოდათ დეკორატიული ჯიშის ძაღლების საკუთრებაში ყოლა. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთის იმპერიაში მომხდარი რევოლუციის შემდგომ განადგურებული იქნა უამრავი ჯიშის ძაღლი.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მათი დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ იქნა გაძევებული,ხოლო ნაწილი კი შიმშილით გაანადგურეს.თავდაპირველად,ბოლშევიკებმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს მონადირის ჯიშის ძაღლებს,რადგან მათ დიდგვაროვანთა მოდგმის ხალხთან ასოცირებდნენ (როგორც ცნობილია,რევოლუციამდე მონადირე ჯიშის ძაღლები თითქმის ყველა დიდგვაროვანი თავადის სახლის ბინადრები გახლდნენ).ამ მეთოდით ბოლშევიკები ცდილობდნენ ყოველგვარი კვალი წაეშალათ თავადაზნაურთა მოდგმისა. 1927 წელს გამოცემული ამაზრზენი დეკრეტის შედეგად ქუჩაში ათასობით დეკორატიული ჯიშის ძაღლი აღმოჩნდა.პროლეტარები აღნიშნულმა ფაქტმა შეაშფოთა და გადაწყდა,რომ მათგან ერთხელ და სამუდამოდ,მათივე სრული განადგურებით დაეხსნათ თავი.საგულისხმოა ის ფაქტი,რომ 1945 წლისათვის საბჭოთა კავშირში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი ჯიშის ძაღლი,რომლებსაც ბურჟუაზიულ სახეობად აღიქვამდნენ კომუნისტები.მათ შორის გახლდათ უნიკალური ძაღლის სახეობა – ფრანგული ბულდოგი. (ავტორი გენია.ჯი)
ცნობილია,რომ გამოჩენილ რუს მსახიობ ქალსა და სტალინის პირად მეგობარს – ლუბოვ ორლოვას სახლში დეკორატიული ჯიშის ძაღლი ჰყავდა,თუმცა ეს ფართო საზოგადოებისათვის აფიშირებული არ ყოფილა.მიუხედავად მკაცრი აკრძალვისა,”წითელ იმპერიაში” ევროპიდან მაინც შემოდიოდა დეკორატიული ჯიშის ძაღლები.მაგალითად,დიდ რუს ბალერინას – გალინა ულანოვას,თავად გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა აჩუქა პუდელის ჯიშის ძაღლი,რომელსაც მან – დიდი ბარი შეარქვა.
პირველი ძაღლების გამოფენა საბჭოთა კავშირში (მოსკოვში) ჩატარებული იქნა 1936 წელს,თუმცა იქ მხოლოდ მოდარაჯე ძაღლის სხვადასხვა ჯიშები იყო წარმოდგენილი.
რუსეთის იმპერიაში განხორციელებულ ოქტომრის რევოლუციას არა მხოლოდ ასეულ ათასობით ადამიანის სასტიკი რეპრესიები მოჰყვა,არამედ ასეთივე რეპრესიებს დაექვემდებარენ მათ მფლობელობაში მყოფი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც.შესაბამისად,სისასტიკით სახელგანთქმული ბოლშევიკების მიერ იმ პერიოდებში პირისაგან მიწისა აღგვილი იქნა ასეულობით შესანიშნავი ჯიშის ძაღლი. (ავტორი გენია.ჯი)