სიკვდილმისჯილი სიკვდილით დასჯის მოლოდინში…
“ჭეშმარიტად უსაზღვრო სიმკაცრე იყო,რომ სიკვდილის განაჩენის აღსრულებას დღეობით,კვირაობით,თვეობით აჭიანურებდნენ,ასეთი დაყოვნების მიზეზი სულაც არ იყო იურიდიული ფორმალობა და არც პატიების თხოვნაზე პასუხისათვის ცდა. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთები იმასაც კი ამბობდნენ,ჯალათი ძალზე დაკავებულია და ღონე აღარ შესწევს ყველა სიკვდილმისჯილს გასწვდესო.ამასთან მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით მუშაობდა.ჯალათები მთელ გერმანიაში მოგზაურობდნენ,გერმანიის ყველა კუთხეში სჯიდნენ სიკვდილით,მათ სამშობლოს გარდა საზღვარგარეთაც ჰქონდათ სამუშაო.მაგრამ როგორ ხდებოდა,რომ ერთსა და იმავე დანაშაულზე სიკვდილმისჯილთაგან ერთს შვიდი თვით ადრე სჯიან,ვიდრე მეორეს? არა,აქ კვლავ საქმე გვქონდა სიმკაცრესა და სადიზმთან; ამ სახლში უკვე აღარ სცემდნენ და ფიზიკურად აღარ აწამებდნენ,აქ საწამლავი საკანში შეუმჩნევლად ჟონავდა.აქ ადამიანის სულს სიკვდილის შიში კლანჭებიდან ერთი წუთითაც არ უშვებდა.
ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს სიკვდილმისჯილთა საპატიმრო აფორიაქდებოდა ხოლმე… უკვე ღამით აჩრდილები მოძრაობას იწყებდნენ,კართან ჩაცუცქდებოდნენ,სხეული უკანკალებდათ,დერეფნისაკენ ჰქონდათ სმენა მიპყრობილი: კიდევ ისმოდა თუ არა გუშაგთა ნაბიჯების ხმა,მაშასადამე,ჯერ კიდევ დილის ორი საათი იყო.მაგრამ მალე… შესაძლებელია დღესვე, და სიკვდილმისჯილნი იწყებდნენ ვედრებასა და ლოცვას: ოღონდ დღეს არა,კიდევ სამ დღეს,ოთხ დღეს ვიცოცხლო შემდეგ სიკვდილის დასჯამდე,მაშინ ჩემი ნებით შევურიგდებიო ბედსო.ოღონდ დღეს არა!..
საათი ოთხჯერ რეკავს.ნაბიჯების ხმა,გასაღებთა ჟღარუნი,ჩურჩული.ნაბიჯების ხმა თანდათან ახლოვდება.გული დაგადუგს იწყებს,მთელ სხეულზე ოფლი გასხამს.უცებ ერთი გასაღები გაიჩხაკუნებს საკეტში.სიწყნარე,სიწყნარე,ეს გვერდით საკანს აღებენ,არა,უფრო იქით არის! შენი ჯერი ჯერ არ დამდგარა! არა! არა! მიშველეთ! - ფეხების ფრატუნი,გუშაგის მოზომილი ნაბიჯები.სიწყნარე.ლოდინი.შიშით აღსავსე ლოდინი.მეტი აღარ შემიძლია…
და უძირო დუმილის შემდეგ,შიშით აღსავსე მარადისობის შემდეგ,აუტანელი ლოდინის შემდეგ,რომლის გადატანა საჭიროა,კიდევ გიახლოვდება ჩურჩული,ნაბიჯების ხმა,გასაღებთა ჟღარუნი… (ავტორი გენია.ჯი) სულ უფრო და უფრო მოიწევს შენკენ.ოჰ,ღმერთო,დღეს არა,კიდევ სამ დღეს დამაცადე! არა,მეზობელ საკანშია.ჩურჩულით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა,ესე იგი მეზობელი წაიყვანეს.
წაიყვანეს,ნაბიჯების ხმა თანდათან წყდება…
დრო ნელა იშლება,ძალიან დიდი დრო ნელა იშლება უსასრულოდ წვრილ ნაწილებად.ლოდინი. – არაფერი ლოდინის გარდა. და დერეფანში გუშაგის ნაბიჯების ხმა.ოჰ,ღმერთო,დღეს კი საკნებიდან თანმიმდევრობით გამოჰყავთ.შენი ჯერიც დადგება ამის შემდეგ.შენი – ჯერიც – დადგება – შემდეგ! სამი საათი და უკვე გვამი იქნები,ეს სხეული მოკვდება,ეს ფეხები,რომლებიც ჯერ კიდევ დადიან,მკვდარ ჯოხებად გადაიქცევა,ეს ხელები,რომლებმაც იმუშავეს,ალერსი იცოდნენ და ცოდვებსაც ჩადიოდნენ,დამპალი ხორცის ნაჭრად იქცევა! ეს შეუძლებელია,მაგრამ სინამდვილეა! (ავტორი გენია.ჯი)
ლოდინი – ლოდინი – ლოდინი ! და უცებ ლოდინით გულგალერილი სიკვდილმისჯილი სარკმელში ხედავს,როგორ თენდება,ადგომის ზარიც ისმის.დღე დადგა,ახალი სამუშაო დღე – იგი ამჯერადაც ერთხელ კიდევ დაინდო ბედმა.მას სამი დღე კიდევ აქვს დრო,ოთხი დღე,ხუთშაბათამდის.ბედმა გაუღიმა.უფრო მსუბუქად სუნთქავს,ბოლოს,როგორც იქნა,შვებით ამოისუნთქოს,იქნებ სულაც მოწყალება მიიღონ.შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს და სიკვდილით დასჯა მუდმივი კატორღით შეუცვალონ!
ერთ საათს შვებით სუნთქავ! (ავტორი გენია.ჯი)
და უკვე ხელახლა შიში გეუფლება,ამ დარჩენილ სამ-ოთხ დღეს რომ წამლავს: იმჯერად სწორედ ჩემს პირდაპირ საკნიდან გაიყვანეს,ხუთშაბათს ჩემგან დაიწყებენ.ოჰ,ოჰ,როგორ მოვიქცე? მე ჯერ ხომ არ შემიძლია…
და ხელახლა,კვირაში ორჯერ,ყოველდღე,ყოველწამს შიში მეფობდა.
და თვიდან თვემდე: სიკვდილის შიში!” – (ავტორი გენია.ჯი)