ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია…

“ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე ემუქრება ყველას.მათ შორის იმათაც,ვისაც დღესდღეობით თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხელქვეითები ემორჩილებიან”.

* * *

“ვინც ზღვას გადალახავს,ჰავას იცვლის და არა მრწამსს!”

* * *

“თუ დაუპატიჟებელი,უტიფარი მუქთამჭამელი შემოგეჩვია,წაუსვი მის კოვზს,დანას და თეფშს ხოროსანი,რაც მას სავსებით არ ავნებს,სამაგიეროდ საჭმელს გაუმწარებს”. – (ცნობისათვის,ხოროსანი გახლავთ მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახის ავშანის გვარისა,რომელსაც საშინელი გემო აქვს – ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ვინც რამეს მიიტაცებს,ცდილობს შეინარჩუნოს და გაამრავლოს იგი,ხოლო ვინც დაზარალებულია,მარადჟამს ფიქრობს,როგორ დაიბრუნოს დაკარგული”.

* * *

“ღმერთო,რატომ არ გვანიჭებ სრულ ნეტარებას? რატომ არ ვკმაყოფილდებით მარტოოდენ რწმენით? რათა მაქვს ცოდნის წყურვილი? რაში მეხმარება ცოდნა? რატომ აღარ მაქვს წმინდა,გულღია,ბავშვობის რწმენა?”

* * *

“სამწუხაროდ,ყველაფერი იყიდება: საქონელი,სახლები,გემები,ტელესკოპები, და რაც მთავარია – ადამიანები!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“აი,ვიღაც ზრუნავს ჩემი ზნეობის გამოსასწორებლად,მიგზავნის და მიგზავნის ამ დაწყევლილ მოგონებებს”.

* * *

“აბა,დაუკვირდი ნებისმიერი ქვეყნის რევოლუციას – ფიცხი ადამიანები მარცხდებიან და იღუპებიან.მათი დაღუპვის შემდეგ კი ასპარეზზე საქმიანად გამოდიან ჭეშმარიტი გარდამქმნელნი და ბალანსი გამოჰყავთ”.

* * *

“სხვას ყოველთვის უტვინო კაცი ბაძავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ღმერთი არის ის,რაც აუხსნელია.იგი საფუძველთა საფუძველია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>