დალილა ბედიანიძე – “ო,სიყვარულო”

ო,სიყვარულო,ეს შენ ხარ მხოლოდ

ჩემი სასჯელი და ჩემი ჯილდო.

გინდ შენმა ძალამ გადამიყოლოს,

მაინც მსურს შენით ზიზღს შევეჭიდო.

* * *

შენი ძალით და შენი შეწევნით

მე ვყავი ისე,ვით ყვავის ცეცხლი.

შენ ხარ ზვავი და შენ ხარ მეწყერი,

ფრთები არწივის და ფრთები მერცხლის.

* * *

უშენოდ ყოფნას არა აქვს აზრი,

მხოლოდ შენით მაქვს ბედნიერება.

ირგვლივ ბრძოლაა,ყაყანი ბაზრის,

მე კი მივდივარ და მემღერება.

* * *

შენშია მხოლოდ ცხოვრების გემო

და სილამაზე მეძლევა შენით.

რაც უნდა მტანჯო,რაც უნდა მგვემო,

ბედნიერი ვარ მაგ განაჩენით.

* * *

ო,სიყვარულო,დაუვიწყარო,

ჩემი ამბავი დარჩება ზღაპრად,

როს დამელევა სიცოცხლის წყარო

და შორ კუნძულზე გამრიყავს აფრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>