გრიგოლ IX – “ეპიზოდი”
როგორ ცნობილია,რომის პაპს 1227-1241 წლებში – გრიგოლ IX-ეს თავისი ცრურწმენის გამო საშინლად სძულდა კატები და მათ ეშმაკის მსახურებაში ოფიციალურად სდებდა ბრალს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ გამომწვევი მიზეზი მორწმუნე კათოლიკეებში იმისა,რომ მასობრივად დაიწყო კატების განადგურება ევროპის მასშტაბით.კატებთან რამდენიმეწლიანი დაუნდობელი ბრძოლის შედეგად ევროპაში თითქმის სრულიად იქნა ამოწყვეტილი კატისებრთა ოჯახის ეს მტაცებელი ცხოველები.ევროპელებმა ვერ გათვალეს თუ რა სავალალო შედეგების მომტანი შეიძლებოდა გამხდარიყო კატების განადგურება: მათმა გაწყვეტამ უკონტროლო რაოდენობით გამოიწვია ვირთხების რაოდენობის გაზრდა,რომლებიც თავის მხრივ უამრავი დაავადების გამავრცელებლები და გადამტანები გახლდნენ.კატების მასობრივმა ხოცვამ საბოლოო ჯამში ევროპა საშინელი “შავი ჭირის” ეპიდემიის წინაშე აღმოაჩინა.შესაბამისად,რომის პაპის გრიგოლ IX-ეს მიერ კატების მიმართ გამოხატულ სიძულვილს და ამ სიძულვილის შედეგად გამოწვეულ “შავი ჭირის ეპიდემიას” ევროპის მასშტაბით 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)