კუბაზე მოქმედი პარადოქსული კანონი…
კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – კუბაში სხვა უამრავ უცნაურ კანონთან ერთად,ერთი მეტად პარადოქსული კანონი მოქმედებს. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,კუბაზე 15 წლის თავისუფლების აღკვეთით ისჯება ის ადამიანი,რომელიც ძროხის მკვლელობაში იქნება მსჯავრდებული, და ეს მაშინ,როდესაც ადამიანის მკვლელობისათვის ამა თუ იმ მსჯავრებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.საინტერესოა ის გარემოება,რომ ძროხა კუბაზე ინდოეთისაგან განსხვავებით “წმინდა ცხოველად” არ მიიჩნევა.თუმცა,კუბაზე არსებული ყოველი ძროხა სახელმწიფო საკუთრებად არის აღიარებული.იმ შემთხვევაში,თუკი მეპატრონეს ძროხა მოპარეს ან დაკარგა,იგი,როგორც “პირუტყვის არასათანადადოდ დამცველი” – სოლიდური ჯარიმით ისჯება.თუ პირუტყვი რაიმე დაავადების ან ხანდაზმულობის გამო კვდება,მეპატრონე ვალდებულია პოლიცია გამოიძახოს,რომელიც თავის მხრივ აღნიშნული ცხოველის სიკვდილის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. (ავტორი გენია.ჯი)