ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ წერდნენ…
“ნაპოლეონმა დაიახლოვა და საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩააბარა ადამიანებს,რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი გეგმების განხორციელებას და სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მის დაწინაურებას.ბონაპარტმა სწორედ ისინი აირჩია საყრდენად,ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა მისი შურისძიებისა”. – პიერ ჰიაცინტ აზაისი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პირად ცხოვრებაში ნაპოლეონი საკმაოდ ადვილად შესაგუებელი ადამიანი იყო,იმდენად,რომ ეს მის სისუსტედაც კი შეიძლება მივიჩნიოთ”. – კლემენს ფონ მეტერლიხი
* * *
“ბუნებამ მას მადლიერი და კეთილი,უფრო სწორად,მგრძნობიარე გული უბოძა.დაე,ამ სიტყვებმა უარყოს არასწორი და უსამართლო წარმოდგენები მის შესახებ”. – გრაფი მარმონი
* * *
“ნაპოლეონი მხოლოდ მაშინ ამბობდა უარს ლმობიერებაზე,როცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა”. – ბურიენი
* * *
“ის იმაზე უფრო სუსტი და მგრძნობიარეა,ვიდრე ჩანს”. – ჟოზეფინა ბოარნე
* * *
“ყველაფერი,რაც მის შესახებ ვიცი,მისი სულის სიღრმეზე მოწმობს,მას წყენის დავიწყების დიდი ინარი აქვს”. – მადამ დ’არბანტესი
* * *
“ბუნებამ მას უბოძა კეთილი გული,რომელიც მუდამ ლმობიერებისაკენ უბიძგებს.ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია,მეეჭვება,გაბედოს და შემეკამათოს”. – ჰერცოგი დე ბენსანოსა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მიუხედავა იმისა,რომ ბონაპარტი ზოგჯერ ცდილობდა,მკაცრი ყოფილიყო,მისი ბუნებრივი სიკეთე ყოველთვის იმარჯვებდა… მასზე მეტად ლმობიერი არავინ იყო,მასზე უკეთ არავის შეეძლო,შეესმინა ვედრება”. – გენერალი რაპი
* * *
“ნაპოლეონი დიდსულოვნად პატიობდა ყველას პირად წყენას… თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა აიძულებდა მას,დაევიწყებინა მისთვის მიყენებული ტკივილი”. – ჰერცოგი ვინჩენცელი
* * *
“ნაპოლეონს არ შეეძლო,უარი ეთქვა,როცა ვინმე პატიებას სთხოვდა.მის მიერ შეწყალებულთა რაოდენობა სწორედ იმპერატორის ლმობიერებაზე მოწმობს”. – ბარონი ფენი
* * *
“მე არავის არ დავსჯი და ყველაფერს დავივიწყებ”. – ნაპოლეონ ბონაპარტი - (ავტორი გენია.ჯი)