მაქსიმილიან ვოლოშინი – “ეპიზოდი”

ყირიმის ნახევარკუნძულზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1920 წელს) საშინელი “წითელი ტერორი” დაიწყო,რამაც 1921 წლისათვის აღნიშნული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სრულიად გაანადგურა ბოლშევიკების ეგრეთ წოდებული “კლასობრივი მტრები”. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში სამხრეთის ფრონტის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს სათავეში ედგა თავისი სადისტური თვისებებით სახელგანთქმული უნგრელი კომუნისტი და შემდგომში უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის დამაარსებელი – ბელა კუნი (1886-1938 წლები).ყირიმის წითელ ტერორს ბელა კუნთან ერთად სათავეში ჩაუდგა რუსი რევოლუციონერი ქალი – როზალია ზემლიაჩკა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულს 120 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (სხვა მონაცემებით – 150 000 ადამიანი),მათ შორის ბავშვები,ქალები და მოხუცები.

ერთ დღეს,ყირიმის წითელი ტერორის მიმდინარეობისას,მუდმივად მთვრალი და განრისხებული ბელა კუნი თავს წამოადგა ცნობილ რუს პოეტს,მთარგმნელსა და საბჭოთა რეჟიმის კრიტიკოსს – მაქსიმილიან ვოლოშინს (1877-1932 წლები),რომელიც დაჩოქილი ლოცულობდა:

- რას აკეთებ მოხუცო? – ჰკითხა კუნმა.

- ვლოცულობ შენთვის და იმათთვის,ვინც ხვალ უნდა დაიხვრიტოს. – უპასუხა ვოლოშინმა.

ბელა კუნი მაქსიმილიანის პასუხმა მცირეოდენი ხნით ჩააფიქრა… რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,თავისი სასტიკი ბუნებით ცნობილმა კუნმა ვოლოშინს ის სია გადასცა,სადაც მომავალ დღეს დასახვრეტი ხალხის სახელები და გვარები იყო ჩამოწერილი.

- მოხუცო,ამოირჩიე და ამოშალე ერთადერთი ადამიანი ამ სიიდან და გპირდები,რომ მას სიცოცხლეს შევუნარჩუნებ, – განუცხადა მაქსიმილიანს კუნმა.

ვოლოშინი დასახვრეტთა სიის წაკითხვას შეუდგა და მოულოდნელად მასში საკუთარ სახელსა და გვარს წააწყდა.ბელა კუნი დაძაბული ადევნებდა თვალს,თუ რა არჩევანს გააკეთებდა რუსი მწერალი: მაქსიმილიანმა არჩევანი თავის სასარგებლოდ გააკეთა და სიიდან მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი ამოშალა… ბელა კუნმა თავისი პირობა დაიცვა და ვოლოშინი უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა. (ავტორი გენია.ჯი)

ბელა კუნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>