ჯუზეპე არჩიმბოლდო – “ბიბლიოთეკარი”
“ბიბლიოთეკარი” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრის,დეკორატორისა და ხელოვნებაში მანიერიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჯუზეპე არჩიმბოლდოს (1526-1593 წლები) მიერ 1562 წელს ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 97 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 71 სანტიმეტრი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ტილოს ნამდვილი სახელწოდება დღემდე უცნობია.მას “ბიბლიოთეკარი” მხოლოდ მეოცე საუკუნეში განხორციელებული ინვენტარიზაციისას უწოდეს.ჯუზეპე არჩიმბოლდოს ადრეული ცხოვრების ეტაპის შესახებ ცნობები მეტად მწირია.თუმცა ცნობილია,რომ მან თავისი ბრწყინვალე კარიერა რამდენიმე შეკვეთის შესრულების შემდეგ დაიწყო.იგი გარკვეული პერიოდების განმავლობაში მუშაობდა მილანში,კომოსა და მონცაში,რა დროსაც ქმნიდა ვიტრაჟებს,შპალერებსა და ფრესკებს. 1562 წელს არჩიმბოლდო რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის – მაქსიმილიან II-ის ოფიციალურ პორტრეტისტად დაინიშნა.სწორედ იმ წელს დახატა მან მისი შემოქმედების უკვდავი ქმნილება – “ბიბლიოთეკარი”,რომელიც თავისი სტილით ძალიან ჰგავს არჩიმბოლდოს მიერ შემდგომ წლებში დახატულ სხვა შედევრ-სურათებს – “იურისტს” და “მზარეულს”. (ავტორი გენია.ჯი) “ბიბლიოთეკარი” გახლდათ იმ სურათების სერიების ნაწილი,რომლებიც განკუთვნილი იყო მაქსიმილიან II-ის უახლოესი გარემოცვის წვრებისათვის.ჯუზეპეს სხვა ნამუშევრებისაგან განსხვავებით,სადაც იგი ადამიანების ანთროპომორფულ პორტრეტებს სხვადასხვა სახეობის ხილის,ყვავილებისა და ბოსტნეულის გამოსახულებებით ხატავდა,”ბიბლიოთეკარი” მხატვარმა მხოლოდ და მხოლოდ წიგნების გამოსახულებებით შექმნა.შესაბამისად,აღნიშნული ტილო ჯუზეპეს პირველი ნამუშევარი გახლდათ,სადაც წარმოდგენილი არ იყო ბუნების ელემენტები.
“ბიბლიოთეკარში” ავტორმა მკაცრად დაიცვა გეომეტრიული კუბიზმი.ფიგურა,რომელიც წიგნების შესანიშნავი კომბინაციით არის შექმნილი,ნაცრისფერი ფარდის ფონზეა წარმოდგენილი.თითები ქაღალდის სანიშნეებით არის გამოსახული,ხოლო თმების წარმოსახვას გადაშლილი წიგნები ჰქმნის.
არჩიმბოლდოს გენიალური ქმნილება ‘ბიბლიოთეკარი” შვედეთში იქნა გადატანილი,როგორც სამხედრო ნადავლი.შვედეთში მის გატანას კი შვედური წარმომავლობის მქონე გერმანელი გენერალი – ჰანს კრისტოფ ფონ კიონიგსმარკი კურირებდა.ეს ყოველივე 1648 წლის პრაღის ბრძოლის შემდგომ ეტაპზე პრაღის ჰრადის გაძარცვის შედეგად განხორციელდა, და მას შემდგომ იგი შვედეთში,კერძოდ სკოკლოსტერის ციხესიმაგრეშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)