ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის შესახებ…
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამადასტურებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო – “ლაოსის ეროვნული გერბი” ქვეყნის პარლამენტის მიერ დამტკიცებული იქნა 1991 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ლაოსის ადრეულ გერბზე გამოსახული კომუნისტური სიმბოლოები – წითელი ვარსკვლავი,ნამგალი და ურო ჩანაცვლებული იქნა ისეთი ეროვნული სიწმინდით,როგორიც არის ბუდისტური რელიგიური ნაგებობა – პჰა ტჰატ ლუანგი,იგივე – დიდი სტუპა (მიწის ან ქვის ბორცვი.მისი აშენება დაიწყეს ბუდიზმის მიმდევრებმა რელიგიური სიწმინდეების შესანახად).გერბზე გამოკვეთილი ჰიდროელექტრო დამბა მომავალ თაობასთან სიმბოლიზირდება; ნამ-გუნის აუზი,ისევე,როგორც მოასფალტებული გზა,ბრინჯის მდელოები და ტყე კი ძლიერ ხელისუფლებასთან ასოცირდება.გერბის ქვედა ნაწილში მოჩანს ბორბლისმაგვარი მექანიზმი,რომლის გვერდებზე განთავსებულ წითელ ლენტებზე შემდეგი სახის წარწერებია დატანილი: “მშვიდობა,დამოუკიდებლობა”,დემოკრატია”,”ერთობა” და ” აყვავება”.მათ ქვემოთ ნაწილში კი გაკეთებულია წარწერა: “ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა”.