ფლორიდული პუმა
ფლორიდული პუმა – წარმოადგენს კატისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარა ცხოველს,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა გახლავთ პუმებისა. (ავტორი გენია.ჯი) მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია ფლორიდის შტატის (აშშ) სამხრეთში მდებარე ტყეები და ჭაობები.შედარებით მრავლად ისინი გვხვდებიან Big Cypress National Preserve-სის ნაკრძალში.ადრეულ პერიოდებში,ფლორიდული პუმების ხილვა შესაძლებელი იყო ტეხასის შტატის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშიც.ისინი სხვა სახეობის პუმებისაგან გამოირჩევიან ერთობ მოკრძალებული ფიზიკური მონაცემებითა და მაღალი თათებით.გააჩნიათ მუქი მოწითალო ფერის ბეწვი და გრძელი კუდი.იკვებებიან,როგორც ირმებით,ასევე კოიოტებით,ჯავშნოსნებით,კურდღლებით,ფრინველებითა და ამერიკული ალიგატორებითაც კი.ბუნებრივ პირობებში ფლორიდული პუმა 20 წელიწადს ცოცხლობს.ძუ ფლორიდული პუმების მაკეობის პერიოდი 90 – 100 დღე გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი) 2011 წლის მონაცემების თანახმად,ბუნებრივ პირობებში არაუმეტეს 160 ფლორიდული პუმა ბინადრობდა (1970-იან წლებში მათი რაოდენობა სულაც 20 ერთეული გახლდათ).მათი გადაშენების უმთავრეს მიზეზად სპეციალისტები ჭაობების ტერიტორიების გაზრდას,სპორტულ ნადირობასა და მოწამვლას ასახელებენ,რამაც თავის მხრივ ისინი საბოლოო ჯამში ინბრიდინგამდე მიიყვანა (ინბრედული ცხოველები წარმოადგენენ ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარების შედეგად დაბადებულ ცხოველებს,რომლებსაც ძირითადად სხვადასხვა ექსპერიმენტალური კვლევებისათვის იყენებენ).საყურადღებოა ის გარემოება,რომ – ფლორიდული პუმა ერთადერთი სახეობაა პუმებს შორის,რომელიც “წითელ წიგნშია” შეტანილი “კრიტიკულ მდგომარეობაში” მყოფი ცხოველის სტატუსით. (ავტორი გენია.ჯი)