ვოლტერი – “ეპიზოდი”

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გენიალური ფრანგი განმანათლებელი,მწერალი და ფილოსოფოსი - ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,პრუსიის მეფის – ფრიდრიხ II-ის სამეფო კარზე ცხოვრობდა და მონარქთან დიდი მეგობრობითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ვოლტერის სამუშაო კაბინეტში გენერალი – მანშტეინი იმყოფებოდა.ისინი ფრანგულ ენაზე თარგმნიდნენ ერთ-ერთ ნაწარმოებს,რა დროსაც მას ფრიდრიხის კიდევ ერთი ნაწარმოები შეუტანეს შესაფასებლად და შესასწორებლად.მძიმე სამუშაოსაგან გადაღლილი ვოლტერი აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან გააბრაზა და მანშტეინს გაღიზიანებულმა მიმართა:

- ჩემო მეგობარო,ეხლა ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მუშაობა; ხომ ხედავთ,მეფემ ჩემთან კიდევ ერთხელ გამოაგზავნა თავისი ბინძური თეთრეული,რომელიც აუცილებლად უნდა გაირეცხოს.

როგორც ჩანს,ვოლტერის სიტყვები ფრიდრიხ II-ის ყურამდე მივიდა,რადგან სწორედ ამ მოვლენის შემდეგ გაჩნდა მათ შორის განხეთქილება.მალევე ვოლტერს პრუსიის მეფის სასახლის დატოვება და სახლში გამგზავრება მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>