შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების პერიოდში ლეგენდად ქცეულ – შარლ დე გოლს (1890-1970 წლები) ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ერთი მეტად მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე ანეგდოტი მოუყვა:
“აუქციონზე გატანილი იქნა გენიალური იტალიელი მხატვრისა და არქიტექტორის – რაფაელ სანტის ერთ-ერთი შედევრი ტილო.მდიდარმა არაბმა მყიდველმა აუქციონის ორგანიზატორებს სურათის შესაძენათ იმ რაოდენობის ნავთობი შესთავაზა,რამდენიც სურათის შესაძენად იყო საჭირო; რუსმა მყიდველმა ფულის ნაცვლად რაფაელის სურათში შესაბამისი რაოდენობის ოქროს გაღება გადაწვიტა; ამერიკელმა მყიდველმა კი მათგან განსხვავებით,მაგიდაზე იმ პერიოდისათვის უზარმაზარი ნაღდი ფული – 100 000 $ დადო.საბოლოო ჯამში,რაფაელ სანტის შედევრი ტილო ამერიკელ მყიდველს ხვდა წილად”. (ავტორი გენია.ჯი)
შარლ დე გოლი ანეგდოტის ღრმა შინაარს ვერ ჩასწვდა და მთხრობელისაგან მისი განმარტება მოითხოვა.შესაბამისად,მისგან პასუხიც მიიღო: ”ცბიერმა და გონიერმა იანკებმა რაფაელის ტილოში ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ 30 ამერიკული დოლარი გადაიხადეს,რადგან ამერიკელებს თითოეული ასდოლარიანი კუპიურის დაბეჭდვა საშუალოდ სამი ცენტი უჯდებათო”.
რამდენად იხალისა აღნიშნული ანეგდოტით საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩვენთვის უცნობია,თუმცა დე გოლმა სათანადო დასკვნები მართლაც რომ გამოიტანა ფაქტია…
რამდენიმე ხანში,შარლმა ამერიკელებს თავისი სურვილი გაანდო იმის შესახებ,რომ საფრანგეთის ეროვნულ ბანკში არსებული მილიად ნახევარი ამერიკული დოლარის ოქროზე გადაცვლა სურდა აშშ-თან.გაცვლა უნდა მომხდარიყო ბრეტონ-ვუდსის 1944 წელს განხორციელებული შეთანხმების საფუძველზე (ერთი უნცია ოქრო – 35 ამერიკულ დოლარად).საყურადღებოა ის გარემოება,რომ საფრანგეთის ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული,როდესაც საფრანგეთიდან აშშ-ისაკენ დაიძრა მილიარდ ნახევარი დოლარით დატვირთული ხომალდი.საფრანგეთის ხელისუფლების ასეთმა მოულოდნელმა ნაბიჯმა აშშ-ის ხელისუფლება ძალიან აღაშფოთა.თეთრი სახლის ადმინისტრაცია დე გოლსა და საფრანგეთს პრობლემების შექმნით დაემუქრა,რასაც საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან მყისიერი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა: დე გოლი დაიმუქრა ნატო-ს სამხედრო ბლოკიდან გასვლით.გარდა ამისა,კატეგორიულად მოითხოვა საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული 29-ვე ამერიკული სამხედრო ბაზის ევაკუაცია დაუყონებლივ განხორციელებულიყო.სწორედ ამის შემდგომ დათანხმდა დიალოგს აშშ-ის ხელისუფლება საფრანგეთის ხელისუფლებასთან.მალევე,ფორტ-ნოქსის საცავებიდან,სადაც დაცულია აშშ-ის ოქროს უზარმაზარი მარაგები,საფრანგეთისათვის გადასაცემად (გასაცვლელად) გატანილი იქნა 3 000 ტონა ოქრო. (ავტორი გენია.ჯი)