იური ანდროპოვი – “ეპიზოდი”

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის – იური ანდროპოვის (1914-1984 წლები) ვაჟზე (პირველი ქორწინებიდან) – ვლადიმერ ანდროპოვზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია მშობლების განქორწინებამ. (ავტორი გენია.ჯი) შესაძლოა ითქვას,რომ იურისა და ნინოს ოფიციალურმა განქორწინებამ საბოლოოდ დაანახა ბავშვობიდან ჰეპატიტის მატარებელ  ვლადიმერს,რომ ის აღარავის არაფერში სჭირდებოდა.თავგზაარეული საბჭოთა გენსეკის ვაჟი,რომელიც ბავშვობაში პილოტობაზე ოცნებობდა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ორჯერ იხდიდა სასჯელს ქურდობისათვის.განთავისუფლების შემდგომ კანონის დარღვევას საბოლოოდ შეეშვა,თუმცა არც მუშაობა დაუწყია და ლოთობასაც მიჰყო ხელი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იური მალავდა იმ ფაქტს,რომ მისი ვაჟი ნასამართლევი იყო,რადგან ასეთ შემთხვევაში მისი კარიერული წინსვლა გამორიცხული გახლდათ.შესაბამისად,იგი  არავითარ ყურადღებას არ აქცევდა საკუთარ გზასაცდენილ ვაჟს.ალკოჰოლის მუდმივმა მოხმარებამ ვლადიმერს ღვიძლის ციროზი შეყარა,რის შედეგადაც იგი 1975 წლის 4 ივნისს 35 წლის ასაკში სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ანდროპოვმა,რომელმაც კარგად უწყოდა თავისი მომაკვდავი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა,არც საავადმყოფოში ინახულა იგი და არც მის დაკრძალვას დასწრებია.ის კარგად ათვითცნობიერებდა,რომ რამდენჯერმე ნასამართლევი შვილი მისი ყველაზე სუსტი ადგილი გახლდათ პარტიულ აპარატთან ბრძოლაში და ამიტომ მუდმივად გაურბოდა თავის “უძღებ შვილზე” საუბარს.ფაქტიურად,საბჭოთა უშიშროების “სუკი”-ს ხელმძღვანელმა და შემდგომში სკკპ-ის გენერალურმა მდივანმა კარიერული წინსვლა ბევრად უფრო წინა პლანზე დააყენა,ვიდრე ღვიძლი შვილი. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>