ნელ გვინი – “ეპიზოდი”
ნელ გვინი (1650-1687 წლები) – წარმოადგენდა იმ ინგლისელ მსახიობ ქალს,რომელმაც სახელი გაითქვა,როგორც ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის – ჩარლზ II-ის ფავორიტმა ქალბატონმა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ გვინი არ ყოფილა ჩარლზის ერთადერთი საყვარელი ქალი,რადგან მეფეს მას გარდა,მეორე ფავორიტი ქალბატონიც ჰყავდა.იგი გახლდათ ცნობილი ინგლისელი პოლიტიკური ავანტურისტი ქალი,რწმენით – კათოლიკე – ლუიზა რენე დე კერუალი,რომელიც ხალხს განსაკუთრებით სძულდა.ერთხელ,სამეფო გერბით დამშვენებული კარეტა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა.ლონდონელებმა კარეტის ფანჯარაში ქალის მოდური შლიაპა დაინახეს და ივარაუდეს,რომ მასში მათი საძულველი კათოლიკე ქალი – ლუიზა რენე დე კერუალი იჯდა.ეგზალტირებულმა ბრბომ კარეტას ალყა შემოარტყა და დე კერუალის მისამართით საშინელ ლანძღვას მოჰყვა: “ნაძირალა!” – “გამცემო!” – “ჯადოქარო!” – ”კათოლიკე მეძავო!” – “წაეთრიე ინგლისიდან!”
თუმცა ლონდონელები მწარედ ცდებოდნენ,რადგან აღნიშნულ კარეტაში არა ლუიზა რენე დე კერუალი,არამედ ჩარლზ II-ეს სხვა საყვარელი ქალი – ნელ გვინი იმყოფებოდა.პროტესტანტი გვინი რამდენიმე ხნის განმავლობაში ითმენდა ეგზალტირებული მასის საშინელ შეურაცხყოფებს,თუმცა მასაც აევსო მოთმინების ფიალა,კარეტიდან თავისი ჟღალი წითელი ფერის თავი გაჰყო და მთელი ხმით დასჭექა:
” – დიახ! მე ვარ თქვენი მეფის მეძავი! მაგრამ თქვენ მე არ უნდა მლანძღავდეთ,რადგან სწორედ ისეთივე ვარ,როგორებიც თქვენა ხართ! მე პროტესტანტი მეძავი ვარ!”
პროტესტანტი მსახიობი ქალის – ნელ გვინის სიტყვებმა ეგზალტირებულ პროტესტანტ ბრბოზე ერთობ დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა და მის კარეტას მოკრძალებულად დაუთმო გზა. (ავტორი გენია.ჯი)
ლუიზა რენე დე კერუალი
ჩარლზ II