არიელ შარონი – “ეპიზოდი”
იერუსალიმის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ისრაელის არმიის 25 წლის ოფიცერმა და ისრაელის სახელმწიფოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა - არიელ შარონმა (1928-2014 წლები) გაიცნო გოგონა,სახელად მარგალიტა (ივრითული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – მარგალიტს).მოგვიანებით,შარონი თავისი მომავალი მეუღლის გაცნობას ასე აღწერდა: “მე იგი პირველივე ნახვისას შემიყვარდა” – თავად მარგალიტა კი ამავე მოვლენას ასე აღწერდა: “არიელი პირველივე სიტყვიდან შემიყვარდა.ვაღმერთებ პოეზიას.არიელმა კი,სანამ ჩემს სახელს გაიგებდა,მანამ დაიწყო შესანიშნავი ლექსების დეკლამირება…”
ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელია ის მოვლენაც,რომ მოცარტის შემოქმედების დიდი მოტრფიალე – არიელი და მარგალიტა გაცნობიდან სულ რაღაც ერთ კვირაში დაქორწინდნენ. 1956 წელს მათ თანაცხოვრებაში პირველი შვილი (ვაჟი) – გური შეეძინათ.შარონი იმდენად იყო შეყვარებული და შერწყმული თავის პატარა ვაჟზე,რომ სამხედრო ოპერაციებიდანაც კი რეკავდა სახლში,რათა გურისათვის ზღაპრები მოეყოლა. (ავტორი გენია.ჯი)