ფრაზეოლოგია „ალკოჰოლიზმის” შესახებ…

1. „ალკოჰოლური სასმელების მიერ გამოწვეული მავნებელი შედეგების შესახებ ათეულობით წიგნია გამოცემული, და ეს მაშინ, როდესაც მისი დადებითი თვისებების შესახებ ერთი ბროშურაც კი არ არის გამოქვეყნებული”.

* * *

2. „რასაც სიფხიზლეში არ გააკეთებ, არასოდეს არ გააკეთო სიმთვრალეში”. – (ავტორი გენია ჯი)

* * *

3. „თუკი ცხოვრება უკანასკნელ პერანგს გაძრობს ალკოჰოლის გამოისობით, მოძებნე საკუთარ თავში ძალა, რომ საყელოში მაინც წაავლო მას ხელი”.

* * *

4. „როდესაც გონებაში ალკოჰოლი ერევა, გონება ყოველთვის წაგებული რჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „ალკოჰოლი ათანაბრებს სულელებსა და ჭკვიანებს”.

* * *

6. „მთვრალი სასულიერო პირი მთვრალ ჯამბაზზე უარესია: პატივი დაკარგა, თუმცა სიცილი ვერ გამოიწვია”.

* * *

7. „ამბობენ: სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ხოლო ალკოჰოლი კი ამოკლებსო. აქედან გამომდინარე, თანაფარდობა რომ დავიცვათ, ვალდებულნი ვართ – ალკოჰოლური სასმელები სულ სიცილ-კისკისით დავლიოთ”.

* * *

8. „ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს მის მომხმარებლებზე”.

* * *

9. „ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ბოროტებს კიდევ უფრო ბოროტებად აქცევს, კეთილებს კი სასაცილოებად ხდის”.

* * *

10. „სრულებითაც არ არის საჭირო ალკოჰოლური სასმელის დალევა, როდესაც სული სიხარულით არის მთვრალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება