პითაგორა – “ეპიზოდი”
როგორც რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის – “პითაგორეიზმის” ფუძემდებელი ფილოსოფოსი და საყოველთაოდ ცნობილი “პითაგორას თეორემის” მათემატიკოსი ავტორი - პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) კვების მხრივ ვეგეტარიანული პრინციპების დამცველი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა დღემდე აუხსნელია ის ფაქტი,თუ რატომ სძულდა,ეშინოდა და გაურბოდა იგი პარკოსანი მცენარეებით,მათ შორის ლობიოთი არა მხოლოდ კვებას,არამედ მათზე შეხებასაც კი.ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,პითაგორა სწორედ იმ პარკოსნების ორლებნიან მცენარეთა ოჯახის სიძულვილმა იმსხვერპლა,რომელთაც ასე გაურბოდა დიდი მისტიკოსი.ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და ასტრონომის – ჰერაკლიდე პონტოელის მტკიცებით,პითაგორა 80 წლის ასაკში მშვიდ გარემოში აღესრულა,თუმცა ზემოთ მოხსენიებული ლეგენდის თანახმად,გენიალურ ძველბერძენ მათემატიკოსს კვალში მდევრები ჩაუდგნენ.მათგან დევნილი პითაგორა მოულოდნელად პარკოსანთა ოჯახის მცენარის – ლობიოს უზარმაზარი ველების წინაშე აღმოჩნდა.როგორც ავღნიშნეთ,მას პარკოსნების მიმართ გასაოცარი შიში გააჩნდა,რის გამოც მასში შესვლა და დამალვა არ უცდია.მდევრებმა იგი შეიპყრეს და ხანდაზმულ გენიოსს ყელი გამოჭრეს.საგულისხმოა ის ფაქტი,რომ დღემდე ვერ იქნა დადგენილი ის,თუ რატომ ან რისთვის დაესხნენ თავს და იმსხვერპლეს პითაგორა. (ავტორი გენია.ჯი)