რობერტ ლუის სტივენსონი – “ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერალი და პოეტი - რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები) ოჯახთან ერთად 1890 წელს საცხოვრებლად წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – სამოაში გადავიდა.მიუხედავად იმისა,რომ ულამაზეს კუნძულ უპოლუზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა + 40 გრადუს-ცელსიუსს აღწევდა და შესაბამისად,კლიმატური პირობები არ მოითხოვდა ქვის სახლის აგებას (იქ მხოლოდ და მხოლოდ ხისაგან აგებული სახლები არსებობდა),სტივენსონი პირველი ადამიანი აღმოჩნდა,რომელმაც შესანიშნავი ქვის სახლი ააგო (აღნიშნული სახლი დღემდე ერთადერთ ქვისაგან აგებულ სახლად რჩება სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე). (ავტორი გენია.ჯი) რობერტი ძალიან დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას.შეისწავლა მათი ენა და კულტურა.აქტიურად დაიწყო თავისი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება: ბრიტანულ გაზეთებში აქვეყნებდა ყველა იმ პრობლემას,რომელიც სამოელებს აწუხებდა.მისმა ესოდენ დიდმა აქტიურობამ და სამოელთა უფლებების დაცვამ სტივენსონი სამოას ეროვნულ გმირადაც კი აქცია.სწორედ ამიტომ ჰქვიათ სამოას დასავლეთში განთავსებულ რესტორნებს,კაფეებს,ქუჩებსა და სასტუმროებს – რობერტ ლუის სტივენსონის სახელი. 1894 წლის 3 დეკემბერს დიდი შოტლანდიელი მწერალი 44 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.სამოა გლოვამ მოიცვა.ბრიტანეთის დროშით დაფარული “ტუზიტალოს” (ასე მოიხსენიებდნენ ადგილობრივები სტივენსონს,რაც თარგმანით – “მთხრობელს” აღნიშნავს) კუბო 60-მა ჯანღონით სავსე სამოელმა ვეას მთაზე აიტანეს და იქვე დაკრძალეს (როგორც ამბობენ,აღნიშნული მთიდან ულამაზესი ზღვის პეიზაჟი იშლება).რობერტის საფლავის ქვაზე ეპიტაფიად სამოელებმა მისივე უკვდავი ლექსის – “რექვიემის” სიტყვები ამოკვეთეს:
“მეზღვაური ზღვიდან დაბრუნდა სახლში,
მონადირე მთიდან დაბრუნდა სახლში,
ის იქ არის,სადაც დიდხანს მიდიოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ ლუის სტივენსონის ქვისაგან აგებული სახლი კუნძულ უპოლუზე
რობერტ ლუის სტივენსონი სამოელებს შორის
რობერტ ლუის სტივენსონის საფლავი ვეას მთაზე