რა გახდა უორენ გამალიელ ჰარდინგის გარდაცვალების მიზეზი?!
პოკერის,გოლფისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა თავგადაკლული მოყვარული სენატორი ოჰაიოს შტატიდან – უორენ გამალიელ ჰარდინგი (1865-1923 წლები) ნამდვილ “შავ ცხენად” იქცა რესპუბლიკური პარტიისათვის აშშ-ი 1921 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს (“შავი ცხენი” წარმოადგენს ტერმინს,რომელიც იმ მოულოდნელად ძლიერ კანდიდატს აღნიშნავს,რომლის პრეტენზია გამარჯვებაზე ადრეულ ეტაპზე არ განიხილებოდა). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ მისი წინაასაარჩევნო გამოსვლებიდან ამომრჩეველმა კონკრეტული დასკვნები ვერ გამოიტანა (იგი ერთის მხრივ მხარს უჭერდა აშშ-ის “ერთა ლიგაში” გაწევრიანებას,ხოლო მეორე მხრივ ეწინააღმდეგებოდა მას),რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ჰარდინგმა საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას 1921 წლის 4 მარტიდან შეუდგა.
მანამდე კი, 25 წლის ასაკში მყოფმა უორენმა 1891 წლის 8 ივლისს თავისზე ხუთი წლით უფროს ქალზე – ფლორენს კლინგზე იქორწინა.მიუხედავად იმისა,რომ ფლორენსისათვის აღნიშნული ქორწინება რიგით მეორე იყო, და გარდა ამისა,იგი ჰარდინგზე ხუთი წლით გახლდათ უფროსი (არც სილამაზით გამოირჩეოდა),უორენზე გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გარემოებამ,რომ მისი მომავალი მეუღლის მამა ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ბანკირი გახლდათ.ფლორენსის მამა – ამოს კლინგი მათ ქორწინებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და არც დასწრებია თავისი ქალიშვილის დაქორწინების საზეიმო ცერემონიას.ამოსს დიდი ხნის განმავლობაში არც სიძესთან ჰქონია რაიმე სახის კონტაქტი და არც ფლორენსთან.ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილე “სუფრაჟისტმა” ქალმა,უორენს უდიდესი დახმარება გაუწია წინასაარჩევნო პერიოდში.ცნობისათვის,1921 წელი პირველი წელიწადი გახლდათ აშშ-ის ისტორიაში,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მანდილოსნებმა. (ავტორი გენია.ჯი)
“პირველი ლედის” სტატუსით აღჭურვილი თავაზიანი,თუმცა ერთობ ამპარტავანი ქალი – ფლორენსი საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდა.ეხმარებოდა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებს,იცავდა გენდერული თანასწორობის პრინციპებს და ასე შემდეგ.გარდა ამისა,იგი აქტიურად მონაწილეობდა ბოჰემური ცხოვრებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული უორენის გადასაწყვეტი პოლიტიკური საკითხების გადაჭრაში.თუმცა,მან ძალიან კარგად უწყოდა მეუღლის სასიყვარულო ინტრიგების შესახებაც,რასაც ძალიან განიცდიდა.ჰარდინგის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ი კორუფციამ მოიცვა.მისი კაბინეტის წევრებმა თითქმის გაყვლიფეს სახელმწიფო ხაზინა,რაც მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა.
ალასკიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდგომ ჰარდინგს კუჭის სპაზმები დაეწყო,რის გამოც,ექიმების რჩევით დაგეგმილი ვოიაჟები გადადო და სან-ფრანცისკოში გაემგზავრა.სასტუმრო “პალისში” დაბინავებულ პრეზიდენტს 1923 წლის 30 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.მისი სხეულის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია.ექიმებმა უორენს პნევმონია დაუდგინეს.ფლორენსის გადმოცემის თანახმად,საღამოს მან მეუღლეს გაზეთიდან – “სათერდეი ივნინგ პოსტიდან” ერთობ მაამებლური სტატია წაუკითხა,რის შემდეგაც თავის საძინებელს მიაშურა.მოგვიანებით ჰარდინგთან მედდა შევიდა,რომელმაც პრეზიდენტი უგონო მდგომარეობაში იხილა.მან უმალვე გააღვიძა ფლკორენსი და უორენის პირად ექიმს დაურეკა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უკვე გვიანი იყო.უორენ გამალიელ ჰარდინგი 1923 წლის 2 აგვისტოს საღამოს – 19 : 35 წუთზე გარდაიცვალა.
ჰარდინგის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენა ვერ მოხერხდა.გარდაცვალების თავდაპირველ მიზეზად ინსულტი დასახელდა.ბევრი მიიჩნევდა,რომ პრეზიდენტის გარდაცვალება დაკავშირებული იყო იმ სტრესთან,რომელიც ხელისუფლებაში მიმდინარე სკანდალებმა გამოიწვია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ უორენის ქვრივმა მედიკოსებს კატეგორიულად აუკრძალა მეუღლის გვამის გაკვეთა და მისივე მითითებით,ჰარდინგის ცხედარს სასტუმროს ნომერშივე ჩაუტარდა ბალზამირება,რამაც უმალვე წარმოშვა ეჭვი.მრავალი ისტორიკოს ირწმუნებოდა,რომ ჰარდინგი მისმა მეუღლემ – ფლორენსმა მოწამლა…
უორენის უეცარი გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდგომ ფლორენსის პირადმა ექიმმა – ჩარლზ სოიერმა განაცხადა,რომ ჰარდინგი საკვებით იქნა მოწამლული,რის გამოც ორგანიზმიდან ტოკსიკური ნივთიერებების გამოსადენად ძალიან დიდი დოზის საფაღარათო საშუალების მიღება ურჩია.თუ ვინ ან როგორ მოწამლა უორენი,ამის შესახებ სოიერს არაფერი უთქვამს.თუმცა აღნიშნა,რომ ჰარდინგის სიკვდილი შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საფაღარათო საშუალებების ნებაყოფლობითი ან იძულებითი ზედოზირების შედეგად.
P.S. უორენ გამალიელ ჰარდინგი აშშ-ის “ყველაზე ცუდ პრეზიდენტთა” ნუსხაშია შეყვანილი. (ავტორი გენია.ჯი)
ფლორენს ჰარდინგი
უორენ გამალიელ და ფლორენს ჰარდინგები