ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
1889 წელს დიდი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე - ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები),როგორც “საუკუნის გენიალური პიროვნება” მიწვეული იქნა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე,რა დროსაც იგი საფრანგეთის ხელისუფლებამ “საპატიო ლეგიონის ორდენით” დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნულ პერიოდში ავიდა იგი პირველად პარიზის სიმბოლოდ ქცეულ – “ეიფელის კოშკზე”, და, როდესაც კოშკიდან ჩამოვიდა,როგორც საპატიო სტუმარს,სტუმრებისათვის განკუთვნილი წიგნი მიართვეს,რათა მასში თავისი შთაბეჭდილება დაეფიქსირებინა ამ უნიკალური კოშკის შესახებ.ტომას ალვა ედისონს შეთავაზებულ წინადადებაზე უარი არ უთქვამს და წიგნში შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “ბატონ ეიფელს,ინჟინერს,ექსტრაურდინალური თანამედროვე ნაგებობების მამაც მშენებელს,ადამიანისაგან,რომელიც აღფრთოვანებული და მოხიბლულია ყველა ინჟინერით,მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანით – უფალი ღმერთით.პატივისცემით – ტომას ალვა ედისონი”. (ავტორი გენია.ჯი)