სვეტლანა ალილუევა წერდა…
“მამამ ჩემი ცხოვრება გაანადგურა… მე მინდა აგიხსნათ თქვენ… მან ჩემი ცხოვრება გაანადგურა… სადაც არ უნდა ვიყო – აქ,შვეიცარიაში,ინდოეთში,ავსტალიაში თუ უკაცრიელ კუნძულზე,მე ყოველთვის ვიქნები პოლიტიკური ტყვე მამაჩემის სახელით…” (სვეტლანა ალილუევას მემუარებიდან – “ოცი წერილი მეგობარს”)
* * *
“იყო პატიოსანი და წესიერი ადამიანი ჩვენს დროში,ნუთუ არ არის – გმირობა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კულისებში გაიარა.ნუთუ ეს არ არის საინტერესო?”
* * *
“მამაჩემი მორალური და სულიერი მონსტრი იყო”.
* * *
“მამაჩემი აუცილებლად დამხვრეტდა იმისათვის,რაც ჩავიდინე”. (სვეტლანას მხედველობაში ჰქონდა მისი საბჭოთა კავშირიდან გაქცევა)
* * *
“მე ყოველთვის მძულდა საბჭოთა კავშირი”.
* * *
“ღმერთი ადვილი სიკვდილით უზრუნველყოფს მხოლოდ სამართლიან ადამიანებს”.
* * *
“ორმოცდაათწლიანი საბჭოთა მმართველობის შედეგი გახლავთ ის,რომ – ხალხს მკერდიდან ამოგლიჯეს რწმენა და ყოველგვარი ადამიანური სიკეთე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩემი საბჭოთა კავშირში დაუბრუნებლობა 1967 წელს პოლიტიკური მოტივებით კი არ იყო ნაკარნახევი,არამედ ადამიანური მოტივებით.აქვე შეგახსენებთ,რომ მე ინდოეთში წავედი იმისათვის,რათა იქ ჩამეტანა ფერფლი ჩემი უახლოესი ინდოელი მეგობრისა (ალილუევას მხედველობაში ჰყავს მისი რიგით მეოთხე მეუღლის – ბრადჟეს სინგჰის ფერფლი).მე არ ვაპირებდი გავმხდარიყავი დეფექტორი.ვიმედოვნებდი,რომ ერთი თვის შემდეგ დავბრუნდებოდი სახლში.თუმცა იმ წლებში ყველაფერი გავიღე ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სამყაროსათვის”,იმ სამყაროსათვის,რომელიც ჩემი თაობისათვის სრულიად უცნობი იყო”.
* * *
“მამაჩემს რუსეთი ძალიან ძლიერად და ღრმად უყვარდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.მე არ ვიცნობ სხვა არც ერთ ქართველს,რომელსაც ისე დაევიწყებინოს ყოველგვარი ეროვნული თვისებები და ისე ძლიერ შეყვარებოდა რუსეთი,როგორც მამაჩემს”.
P.S. იოსებ სტალინმა თავისი წარმომავლობის შესახებ საბჭოთა კავშირის გმირსა და წითელი არმიის მარშალს – პაველ რიბალკოს ასეთი რამ უთხრა: “მე არა ვარ ქართველი – მე ვარ რუსი ქართული წარმომავლობით”. (ავტორი გენია.ჯი)