ნიკოლოზ ბერდიაევის შესახებ…
ცნობილმა რუსმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა,ეგზისტენციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ნიკოლოზ ბერდიაევმა (1874-1948 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა სამი ომი,ორი რევოლუცია,XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული სულიერი რენესანსი,რუსული კომუნიზმი და მსოფლიო კულტურული კრიზისი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისთვის ყველაზე რთულად გადასატანი ადამიანთა მასობრივი ტრანსფორმაციის შედეგებთან ადაპტირება იყო,რასაც ესოდენ განიცდიდა იგი.ბერდიაევი,რომელსაც ერთობ სძულდა არა მხოლოდ მეფის რუსეთის ხელისუფლება,არამედ საბჭოთა რეჟიმი და ზოგადად,კომუნიზმი – ოთხჯერ იქნა დაკავებული და ციხეში გამომწყვდეული.მათ შორის ორჯერ მეფის რუსეთის,ხოლო ორჯერ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ ნიკოლოზს ციმბირში მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლით ემუქრებოდა გადასახლება,თუმცა საბოლოოდ მას ციმბირში სამი წლით მოუწია გადასახლება. 1922 წელს ბერდიაევი სამშობლოდან იქნა გაძევებული.იმ გამომძიებელმა კი,რომელიც ნიკოლოზის საქმეს იძიებდა,იგი კატეგორიულად გააფრთხილა: “თუკი თქვენ საბჭოთა კავშირის საზღვრის სიახლოვეს შეგნიშნავენ – დაგხვრეტენ!”
ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილმა ნიკოლოზ ბერდიაევმა დაწერა თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებები – “ისტორიის მნიშვნელობა” და “თავისუფალი სულის ფილოსოფია”.საბჭოთა ხელისუფლებისაგან მოძულებული დიდი რუსი ფილოსოფოსი – ნიკოლოზ ბერდიაევი,რომელიც შვიდჯერ იყო წარდგენილი “ნობელის პრემიაზე”,ემიგრაციაში,კერძოდ,საფრანგეთის ქალაქ კლამარში აღესრულა 1948 წლის 23 მარტს გულის შეტევის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)