ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა და ნობელიანტმა ფიზიკის დარგში – ალბერტ აინშტაინმა (1879-1955 წლები) ფართო საზოგადოებას “ფარდობითობის თეორია” გააცნო,მისი პიროვნებისა და აღნიშნული თეორიისადმი ინტერესი განუზომლად გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) აინშტაინს ქუჩაში შემხვედრი სრულიად უცნობი ადამიანები აჩერებდნენ და “ფარდობითობის თეორიის” განმარტებას სთხოვდნენ.ალბერტს იმდენად მოაბეზრა თავი ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა,რომ როდესაც ქუჩაში მიმავლს შეაჩერებდნენ და თეორიის განმარტებას მოსთხოვდნენ,აინშტაინი უმალვე შემდეგი სიტყვებით იშორებდა მათ თავიდან; ” – ღმერთო ჩემო,მაპატიეთ! მე,რატომღაც ყოველთვის მიღებენ პროფესორ აინშტაინად!” (ავტორი გენია.ჯი)