ბენჯამინ ფრანკლინი – “ეპიზოდი”
სიკვდილის სარეცელზე მყოფმა აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა ფუძემდებელმა და სახელმწიფო მოღვაწემ - ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790 წლები) ამერიკულ ქალაქებს – ბოსტონს (სადაც დაიბადა) და ფილადელფიას (სადაც გარდაიცვალა) – 4 400 ამერიკული დოლარი უანდერძა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ორი მნიშვნელოვანი პირობით: პირველი პირობა გახლდათ ის,რომ აღნიშნულ თანხას ორი ამერიკული ქალაქი მემკვიდრეობით,ფრანკლინის გარდაცვალებიდან მხოლოდ 200 წლის შემდგომ მიიღებდნენ.ხოლო მეორე პირობის თანახმად,ბენჯამინის ნაანდერძევი თანხა წვრილ მეწარმეებზე უნდა გაეცათ კრედიტების სახით.
ფრანკლინის ორივე პირობა ზედმიწევნით იქნა დაცული… დიდი ამერიკელი პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან 200 წლის გასვლის შემდგომ (1990 წელს) ბოსტონს ფრანკლინის ნაანდერძევიდან საბანკო ანგარიშზე 5 მილიონი,ხოლო ფილადელფიას კი 2 მილიონი ამერიკული დოლარი დაუგროვდათ. (ავტორი გენია.ჯი)