იცით თუ არა,რომ

1.  გენიალური ინგლისელი დრამატურგი და პოეტი – უილიამ შექსპირი,თავის უკვდავ ტრაგედიაში – “მეფე ლირი”,წერდა: “სიმართლე არის ის ძაღლი,რომელიც ჯაჭვებით უნდა იქნეს დაბმულიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

2. იოსებ სტალინის ქალიშვილს – სვეტლანა ალილუევას გარკვეული ხნის განმავლობაში ლავრენტი ბერიას ვაჟი – სერგო ბერია უყვარდა.

3. გამოჩენილ რუს მწერალსა და პოეტს – ივანე ბუნინს,რომელმაც საბჭოთა კავშირიდან 1920 წელს პარიზში გაიქცა,”ნობელის პრემია” მაშინ მიენიჭა (1933 წელი),როდესაც მას არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ლიტერატურის დარგში მას ეს საპატიო ჯილდო გადაეცა იმ მკაცრი უნარის გამოისობით,რომლითაც იგი ანვითარებდა რუსული კლასიკური პროზის ტრადიციას.

4. აშშ-ის რიგით 35-ე პრეზიდენტი – ჯონ ფიცჯერალდ კენედი ერთადერთი კათოლიკე მმართველი გახლდათ ამ დიადი ქვეყნის ისტორიაში.სხვა დანარჩენი პრეზიდენტები პროტესტანტები გახლდნენ.

5. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყოველწლიურად,საშუალოდ – 4 მილიონ კატას ჭამენ.

6. ერთი ლიტრი არაყის წონა – 953 გრამია.

7. დიდი ამერიკელი მსახიობი,პროდიუსერი და მუსიკოსი – ჯონი დეპი,რომელიც კოულროფობიით (ჯამბაზების პანიკური შიში) არის შეპყრობილი, 16 წლის ასაკში სკოლიდან იმისათვის გარიცხეს,რომ თავის საძულველ მასწავლებელს გაკვეთილის მიმდინარეობისას – შიშველი უკანალი უჩვენა.

8. პირველი არაამერიკელი და პირველი აზიელი,რომელიც აშშ-ი გამომავალი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჟურნალის – “Time”-ს გარეკანზე 1930 წელს გამოსახეს,ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი – მაჰათმა განდი გახლდათ.პირველი ევროპელი კი,რომელიც ამავე ჟურნალის გარეკანზე 1931 წელს გამოსახეს,საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – პიერ ლავალი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)

9. XIV საუკუნეში ეგვიპტის არმიაში სამსახური იმდენად მძიმე მოვალეობას წარმოადგენდა ეგვიპტელთათვის,რომ არმიაში გასაწვევი მამაკაცების დიდი ნაწილი ჯარში სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით ცალ თვალსაც კი ითხრიდნენ.

10. აფრიკული სირაქლემას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 75 წელიწადია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>