უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXXIX”

რადგან დამტოვე,სთქვი,ჰქონდა-თქო დანაშაული

და მეც ვიცრუებ,რომ დავკარგე ტრფობის უნარი,

სთქვი,კოჭლია-თქო და კოჭლობით ქუჩას ჩავუვლი,

რომ ყველასათვის მარად დარჩე გაუმტყუნარი.

* * *

ძვირფასო,შენი ორგულობის გასამართლებლად

მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის,

გაგეცლები და ტრფობაც გულში დასამარდება,

სატრფო კი არა,არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც.

* * *

არ წამოცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,

გადვიკარგები და სიცოცხლე შხამით ამივსებ,

ვეღარასოდეს ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი,

შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.

* * *

ჩემივე მიმართ ჩემის სული ზიზღით ივსება,

ვინც შენ შეგძულდა,ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება.

კომენტარის დატოვება