ლუი XVI დე ბურბონი – “ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის მეფეს – ლუი XVI დე ბურბონს (1754-1793 წლები) ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა უწინასწარმეტყველა,რომ იგი 21 რიცხვში მოკვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცრურწმენების მიმართ არაგულგრილად განწყობილი მეფე იმდენად დაზაფრა აღნიშნულმა ინფორმაციამ,რომ ყოველი თვის 21 რიცხვში საკუთარ საძინებელში იკეტებოდა: არც არავის იღებდა და არც მნიშვნელოვან შეხვედრას ნიშნავდა.მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა,ლუი თავის ბედს მაინც ვერსად დაემალა: 1791 წლის 21 ივნისს ლუი XVI დე ბურბონი და მისი მეუღლე – მარია ანტუანეტა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ დაკავებულები იქნენ; 1792 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთში სამეფო მმართველობა გაუქმდა და საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა; 1793 წლის 21 სექტემბერს კი ლუი – სიკვდილით იქნა დასჯილი. (ავტორი გენია.ჯი)