ენრიკო კარუზო – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებზე მყოფ მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ იტალიელ ტენორს – ენრიკო კარუზოს (1873-1921 წლები) ჟურნალისტები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ და მისგან ინტერვიუს აღებას მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ კარუზოს მათი ინტერესი დაეკმაყოფილებინა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთმა ჟურნალისტმა ენრიკოსათვის ერთობ მოულოდნელი და უცნაური შეკითხვა დასვა:
„ – მისტერ კარუზო, რას ფიქრობთ იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე?”
კარგად უწყოდა-რა კარუზომ ჟურნალისტური ფანტაზიების შესახებ, დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:
„ – გულწრფელად გითხრათ, აღნიშნულ საკითხზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩემს მოსაზრებას აღნიშნული საკითხის შესახებ, თქვენი გაზეთის ხვალინდელი ნომრის ფურცლებიდან გავიგებ”. (ავტორი გენია.ჯი)