ფილიპ დე ნოაი – “ეპიზოდი”
ერთხლელ საფრანგეთის მეფე ლუი XV დე ბურბონი მარშალ - ფილიპ დე ნოაისთან (1715-1794 წლები) და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად მეფემ სუსტი სქესის წარმომადგენლების გაქილიკება და ლანძღვა დაიწყო,რაშიც მას მხარი აუბა ფილიპმაც.სხვა სალანძღავ სიტყვებთან ერთად,ფილიპმა ისიც აღნიშა,რომ მას შემდგომ,რაც ქალს პირდაპირი დანიშნულებით მოიხმარდა მამაკაცი,მასთან დაუყონებლივ უნდა შეეწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი.ნადირობის დასრულების შემდგომ მეფე და მისი ამალა დასასვენებლად და დასანაყრებლად ლუი XV-ს ოფიციალური ფავორიტი ქალბატონის – მარი ჟანა დიუბარის სახლს ეწვია,რა დროსაც ფილიპმა მისი ქება-დიდება დაიწყო და უამრავი კომპლიმენტიც უძღვნა.
- არ დაუჯერო მას! – მოულოდნელად წამოიძახა ლუიმ და დიუბარის ყოველივე მოუყვა,რაც ნადირობისას ქალების მიმართ წარმოთქვა მარშალმა.მასპინძელი ქალბატონი მეფის მონაყოლმა აღაშფოთა.ნოაისი უკვე მის თვალში ფარისეველად წარმოჩნდა.თუმცა ფილიპმა თავისი მოხერხებული უნარის წყალობით თავის დაძვრენა მაინც მოახერხა:
- ქალბატონო,მე ნამდვილად ვთქვი ის,რაც მისმა უდიდებულესობამ მოგახსენათ.თუმცა მხედველობაში მყავდა არა ვერსალელი,არამედ სენ-ჟერმენელი მანდილოსნები.ცნობისათვის,გაუწყებთ,რომ სენ-ჟერმენში ამჟამად ცხოვრობს ჩემი მეუღლე,ჩემი ქალიშვილი,გრაფინია დე ტესსე და სხვა რამდენიმე ისეთი ქალი,რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ იმ სიტყვებს,რაც მათ შესახებ ვთქვი. (ავტორი გენია.ჯი)
ლუი XV დე ბურბონი
მარი ჟანა დიუბარი