მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ვირჯინიის შტატში გამომავალი ამერიკული გაზეთის “Territorial Enterprise”-ს რედაქციაში ფოსტის საშუალებით ლექსების კრებული,სახელწოდებით – “რატომ ვარ ცოცხალი?” მიიტანეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ გაზეთში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა დიდი ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი – მარკ ტვენი (1835-1910 წლები).იგი გაეცნო ლექსების კრებულს,თუმცა იმდენად უგემოვნო და მდარე პოეზიის ნიმუშები აღმოჩნდა კრებულში,რომ ტვენმა მისი ავტორისათვის უკან დაბრუნება გადაწყვიტა.თუმცა,სანამ ავტორს უკანვე დაუბრუნებდა ლექსების კრებულს,სახელწოდებით – “რატომ ვარ ცოცხალი?” – მის გარეკანზე შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა: “ალბათ,იმიტომ ხართ ცოცხალი,რომ თქვენი ლექსების კრებული ფოსტით გამოგზავნეთ და პირადად არ მოიტანეთ რედაქციაში”. (ავტორი გენია.ჯი)