ჰენგიფოსის ჩანჩქერი

ჰენგიფოსი – წარმოადგენს ფლოტსდალსჰრეპიურის მუნიციპალიტეტში განთავსებულ მდინარე ჰენგიფოსაუზე არსებულ ჩანჩქერს,რომელიც წყალვარდნილის სიმაღლის მიხედვით “ყინულოვანი ქვეყნის” (ასეთი სახელით მოიხსენიებენ ისლანდიას) რიგით მესამე ჩანჩქერია. (ავტორი გენია.ჯი) ისლანდიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰენგიფოსის ჩანჩქერის მაქსიმალური სიმაღლე 128 მეტრია.იგი გარემოცულია ბაზალტის ქანებით,რომელთა შორისაც წითელი თიხის თხელი ფენებია დატანებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ჩანჩქერის ბაზალტის ფენებში გვხვდება გაქვავებული წიწვოვანი ხეების ნაშთები,რომლებიც მესამეულ პერიოდს (დაახლოებით – 65 მილიონი წლის წინანდელი სისტემა) განეკუთვნებიან.ჩანჩქერის ქვემო დინებაზე წარმოდგენილია ტურისტებისა და ბუნების მოყვარულებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ჩანჩქერი – ლიტლანესფოსი,რომელმაც სახელი ვულკანური წარმოშვების გასაოცარი სვეტებით გაითქვა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>