ანტონ რუბინშტეინი – “ეპიზოდი”
1854 წელს გამოჩენილმა რუსმა პიანისტმა,კომპოზიტორმა და დირიჟორმა – ანტონ რუბინშტეინმა (1829-1894 წლები) ევროპის მასშტაბით საკონცერტო ტურნე გამართა. (ავტორი გენია.ჯი) მან აღნიშნული ტურნეს ფარგლებში სოლო კონცერტები გამართა ბერლინში,ლაიფციგში,ჰამბურგში,პარიზში,ნიცაში,ლონდონში,ბუდაპეშტსა და პრაღაში.ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართი კონცერტის ფარგლებში რუბინშტეინს მეტად ძუნწ ანტერპრენიორთან (მენეჯერთან) მოუწია საქმის დაჭერა.კონცერტის ორგანიზატორი ანტერპრენიორი დიდ მუსიკოსს ორჯერ იმაზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა ჰონორარის სახით,ვიდრე რუბინშტეინი იღებდა ჩვეულებისამებრ.მოლაპარაკებები ჰონორარის თაობაზე საკმაოდ გაიწელა.საბოლოო ჯამში,მოლაპარაკებების გაწელვით თავმობეზრებულმა რუბინშტეინმა ავსტრიელ ანტერპრენიორს შეთავაზებულ ჰორონარზე თანხმობა განუცხადა,თუმცა შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა:
” – კარგი,მე თანახმა ვარ ავიღო ორჯერ ნაკლები თანხა,ვიდრე ვიღებ დადგენილი წესის თანახმად,მაგრამ კარგად დაიხსომეთ,რომ ორჯერ უფრო ჩუმად დავუკრავ,ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს!” (ავტორი გენია.ჯი)