“თორმეტი მოციქული”
“თორმეტი მოციქული” – წარმოადგენს რვა კლდისაგან შემდგარ ჯგუფს,რომლებიც განთავსებული არიან ვიქტორიას შტატში (ავსტრალია) მდებარე პორტ-კემბელის ეროვნული პარკის ტერიტორიის სანაპიროზე. (ავტორი გენია.ჯი) წყნარი ოკეანის აღნიშნულ სანაპიროს მოიხსენიებენ,როგორც – “დიდი ოკეანის გზა”,რომლის სიგრძეც ცნობისათვის, – 243 კილომეტრს შეადგენს.თავდაპირველად,კლდეების განთავსების ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებდა,როგორც – “ღორი და გოჭები”,თუმცა მეოცე საუკუნეში მას სახელი შეუცვალეს და – “ტე-ტუელვ-აპოსლსი” ანუ “თორმეტი მოციქული” უწოდეს.”თორმეტ მოციქულად” წოდებული კირქვის კლდეები ერთმანეთისაგან მცირეოდენი მანძილით არიან დაშორებული და ულამაზეს ბუნებივ ლანდშაფტს ქმნიან,რაც ესოდენ იზიდავს ბუნების მოყვარულ ტურისტებს.რამდენიმე კლდის სიმაღლე 45 მეტრს უტოლდება.თანამედროვე პერიოდში ცხრა კლდიდან მხოლოდ რვა კლდეღა შემორჩა,რადგან ერთი კლდე 2005 წელს ეროზიის შედეგად განადგურდა .2000 წლის დასაწყისში ამ მარშრუტზე აგებული იქნა სპეციალური ტურისტული ცენტრი.ტურისტებს განსაკუთრებით იტაცებს “თორმეტი მციქულის” ვერტმფრენებიდან დათვალიერება.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ქალაქების – პორტ-კემბელსა და პრისტონს შორის მოქცეული “თორმეტი მოციქული” არა მხოლოდ ვიქტორიას შტატის ყველაზე დიდ ღირშესანიშნაობად არის აღიარებული,არამედ იგი ავსტრალიის მასშტაბით ყველაზე მეტი ტურისტის მიმზიდველი ადგილიც გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი)