შარლ ბოსიუ – “ეპიზოდი”
1814 წელს ძალიან გაუარესდა გენიალური ფრანგი მათემატიკოსისა და ენციკლოპედისტის – შარლ ბოსიუს (1730-1814) ჯანმრთელობის მდგომარეობა.მათემატიკისა და ჰიდრომექანიკის სახელგანთქმული კურსების შემქმნელის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მალევე იქნა გავრცელებული ფრანგულ აკადემიურ წრეებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე ცნობილმა ფრანგმა მათემატიკოსმა – პ.მოპერტიუნმა კოლეგის მონახულება გადაწყვიტა და მისი ბინისაკენ გაემართა.ბოსიუს სახლში მისულ მოპერტიუნს მისაღებში ერთობ დამწუხრებული ექიმი დახვდა:
- პაციენტი სიკვდილის პირას არის! მას უკვე ერთი სიტყვის წარმოთქმის უნარიც კი არ გააჩნია. – აუხსნა ავადმყოფის მდგომარეობა ექიმმა მოპერტიუნს.
- არაუშავს,მე მაქვს ერთი უნივერსალური საშუალება მისი ამეტყველებისა, – წარმოთქვა მოპერტიუნმა და მომაკვდავს ხმამაღლა ჰკითხა: ” – რამდენი იქნება 12 კვადრატში?”
- ასორმოცდაოთხი! – უპასუხა შარლმა კოლეგას და სამწუხაროდ,ეს მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა: შარლ ბოსიუ პასუხის გაცემისთანავე გარდაიცვალა… (ავტორი გენია.ჯი)