რობერტ ებერკრომბი ლოვეტი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტი – ჰარი ტრუმენი,რომელმაც ბრძანება გასცა იაპონიის ქალაქების ნაგასაკისა და ჰიროსიმას ატომური დაბომბვის შესახებ,აღნიშნული საკითხის ირგვლივ მუდმივად ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: “ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო არასოდეს შევუწუხებივარ უძილობას.მე დღესაც ისევე მოვიქცეოდი,როგორც მაშინ”. (ავტორი გენია.ჯი) ტრუმენისაგან განსხვავებით,ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობდა იმ უდიდეს ტრაგედიაში,რომელიც “ამომავალი მზის” ქვეყნის უდანაშაულო შვილებს დაატყდათ თავს.შესაბამისად,იგი ნათლად ათვითცნობიერებდა იმას,თუ რა განაჩენს გამოუტანდა მათ რეპუტაციას ისტორია.ერთხელ ვიწრო წრეში მყოფმა ჩერჩილმა სხვათაშორის შენიშნა:
” – როდესაც წმინდა პეტრეს წინაშე წარვსდგებით,იგი გვეტყვის: “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ ატომური ბომბის ჩამოგდებასა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის ამოხოცვაზე”.რა პასუხით დაიცავთ თავს? ბატონო პრეზიდენტო,ვფიქრობ,რომ თქვენ უკვე მომზადებული გაქვთ პასუხი.”
უინსტონის დასმულმა შეკითხვამ უხერხული დუმილი წარმოშვა და იგი მანამ გაგრძელდა,სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ – რობერტ ებერკრომბი ლოვეტმა არ გადაუგდო სამაშველო რგოლი ტრუმენს:
” – ბატონო უინსტონ,თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში,რომ თქვენ და პრეზიდენტი ერთსა და იმავე ადგილას ერთად დაექვემდებარებით აღნიშნულ შეკითხვას,ასეთ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა თავად რა პასუხს გასცემდით მას.”
უინსტონ ჩერჩილი დუმდა… (ავტორი გენია.ჯი)
ჰარი ტრუმენი
უინსტონ ჩერჩილი