უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
ერთხელ ქალაქგარეთ ავტომობილით სეირნობის დროს,ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – უინსტონ ჩერჩილმა (1874-1965 წლები) გზაზე მიმავალი ინგლისელი გლეხი დაინახა და მოისურვა,რომ მისგან პირადად გაეგო თუ რომელ სოფელში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მძღოლს ავტომობილი გააჩერებინა,მინა ჩამოსწია და გლეხს,რომელმაც იგი ვერ იცნო,ჰკითხა:
- თუ შეიძლება მითხარით,სად ვიმყოფები ახლა?
- ავტომობილში, – მოკლედ უპასუხა გლეხმა და გზა განაგრძო.
მას შემდეგ,რაც უინსტონმა მინა ასწია,მძღოლს შემდეგი სიტყვით მიმართა: “აი პასუხი,ღირსეული თემთა პალატის წევრისა.მოკლე – ფორმით და თავხედური თავისი – შინაარსით,თუმცა აბსოლუტურად მართალი,მაგრამ არაფერი ისეთის მთქმელი,რაც კითხვის დამსმელმა თავად არ იცის”. (ავტორი გენია.ჯი)