ანტონის ვან დეიკი – “ეპიზოდი”
ინგლისის დედოფლის – ჰენრიეტა მარიას პორტრეტზე მუშაობისას,გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა – ანტონის ვან დეიკმა (1599-1641 წლები) განსაკუთრებული სინატიფით გამოსახა ხელები,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია დედოფალს. (ავტორი გენია.ჯი)
- რატომ გაამახვილეთ ესოდენ დიდი ყურადღება მაინცადამაინც ჩემს ხელებზე? – ჰკითხა გაკვირვებულმა ჰენრიეტამ მხატვარს.
- ჩემო დედოფალო,თქვენი სხეულის სხვა ნაწილების ნატიფად გამოსახვას იმიტომ დავუთმე ნაკლები ყურადღება,რომ მათგან არაფერს გამოველი.ხოლო თქვენმა ხელებმა კი,არა მხოლოდ საოცარი სიმშვენიერით მიიპყრო ჩემი ესოდენ დიდი ყურადღება,არამედ იმითაც,რომ სწორედ მათგან მოველი იმ თანხის გადმოცემას,რომელიც ჩემი მოკრძალებული სამუშაოს შესრულებისათვის მეკუთვნის! – უპასუხა ვან დეიკმა დედოფალს. (ავტორი გენია.ჯი)
ანტონის ვან დეიკის მიერ შესრულებული ჰენრიეტა მარიას პორტრეტი