ჰენრიხ ვენიავსკი – “ეპიზოდი”
1848 წელს ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი პოლონელი მევიოლინე და კომპოზიტორი – ჰენრიხ ვენიავსკი (1835-1880 წლები) თავის ძმასთან,სახელგანთქმულ პიანისტთან – იოზეფ ვენიავსკისთან ერთად კონცერტების ჩასატარებლად სანკტ-პეტერბურგს ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდგომ ჰენრიხი ჩაიზე დაპატიჟა რუსმა თავადმა,რომელმაც მას თითქოს სასხვათაშორისოდ,ვიოლინოს თან წამოღებაც შესთავაზა.რუსი თავადის ასეთი სახით დაპატიჟებამ ვენიავსკის გაღიზიანება გამოიწვია და შეთავაზებულ წინადადებაზე უარი შემდეგი სიტყვებით უთხრა: “დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი ვიოლინოს სახელით,თუმცა მინდა გაუწყოთ,რომ ის ჩაის არ სვამს”. (ავტორი გენია.ჯი)
იოზეფ ვენიავსკი



