ავტომაგისტრალების შესახებ…

ავტომაგისტრალი (გერმანულენოვან ქვეყნებში მოიხსენიებენ,როგორც – “აუტობანი”) – წარმოადგენს ავტომობილების სწრაფი და მასობრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ მაღალი ხარისხის მაგისტრალურ საავტომობილო გზას,რომელიც თავის მხრივ გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს და ერთმანეთთან აკავშირებს ერთმანეთისაგან დიდი სიშორით დაშორებულ ქალაქებსა და რაიონებს. (ავტორი გენია.ჯი) ავტომაგისტრალებს არ ჰკვეთენ საფეხმავლო გადასასვლელები.გავრცელებული მოსაზრებით,პირველი ავტომაგისტრალების მშენებლობას გერმანიის ფიურერისა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიზანთროპის – ადოლფ ჰიტლერის სახელთან აკავშირებენ,თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ეს მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ნაცისტური ხელისუფლების ოფიციალური პროპაგანდის შედეგად იქნა დამკვიდრებული და მას სიმართლესთან არაფერი აკავშირებს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალი ჯერ კიდევ 1921 წელს იქნა აგებული და საზეიმოდ გახსნილი ვაიმარის რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში.თუმცა აღნიშნული ავტომაგისტრალის სიგრძე,რომელიც ერთგვარი სარბოლო ტრასის ფუნქციას ასრულებდა,ერთობ მოკრძალებული გახლდათ (19,5 კილომეტრი) და ერთმანეთთან აკავშირებდა ბერლინის შიდა რაიონებს – შარლოტენბურგსა და ნიკოლასზეეს.

პირველი მნნიშვნელოვანი სიგრძის მქონე ავტობანი 1924 წლის 21 სექტემბერს იქნა გახსნილი იტაიაში. 85 კილომეტრი სიგრძის მქონე ავტობანი ერთმანეთთან აკავშირებდა იტალიურ ქალაქებს – მილანსა და ვარეზეს.პირველი მნიშვნელოვანი დანიშნულების მქონე ავტობანი გერმანიაში,რომელიც ერთმანეთთან დააკავშირა – კიოლნი და ბონი,გახსნილი იქნა 1932 წელს.ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,მისივე პირადი ინიციატივით გერმანიაში მასობრივად დაიწყო ავტომაგისტრალების მშენებლობა.აღნიშნული საქმის წარმოების გენერალურ ინსპექტორად,ფიურერმა –  ფრიც დოტდტი დანიშნა.მისი ხელმძღვანელობით,ერთი წლის განმავლობაში 100 000 გერმანელი მუშაობდა ახალი და ურთულესი სისტემის ავტომაგისტრალების მშენებლობაზე.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში შეწყვეტილი იქნა ავტომაგისტრალების მშენებლობა.თუმცა ომის დასრულების შემდეგ ავტომაგისტრალების მასობრივი მშენებლობები დაიწყო საფრანგეთში,აშშ-ი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>