გიიომ ბიუდე – “ეპიზოდი”
კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი წარმომადგენელი და “კოლეჯ დე ფრანსისა” და კომუნა ფონტებლოში – “საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის” ფუძემდებელი – გიიომ ბიუდე (1468-1540 წლები) მოთმინებიდან გამოდიოდა,როდესაც მუშაობაში ჩაფლულს ვინმე ხელს შეუშლიდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,საკუთარ კაბინეტში ბერძნული ხელნაწერების თარგმნის პროცესში მყოფთან აღელვებული მოსამსახურე შეიჭრა ყვირილით – “სახლში ხანძარია! სახლში ხანძარია!” ბიუდემ მუშაობას თავი ანება და მოსამსახურეს განრისხებულმა შეუყვირა: “თქვენ ხომ შესანიშნავად იცით,რომ საოჯახო საკითხებით მე არა ვარ დაკავებული?! მიმართეთ ჩემს მეუღლეს (რობერტა ლე ლიორს) და ის მიიღებს აუცილებელ ზომებს ხანძრის ჩასაქრობად”.წარმოთქვა თუ არა ბიუდემ აღნიშნული სიტყვები,უმალვე დაწყებულ საქმეს მიუბრუნდა და მუშაობა განაგრძო.საბედნიეროდ,გიიომის ოჯახის წევრთა,მოსამსახურეთა და მეზობელთა დიდი ძალისხმევის შედეგად,ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი)