ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაში მიმავალი გენიალური რუსი მწერალი და მოაზროვნე – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) შემდეგი სიტუაციის მომსწრე გახდა: სამართალდამცველი ერთობ უხეში ფორმებით ცდილობდა მთვრალი მამაკაცის განყოფილებაში გადაყვანას. (ავტორი გენია.ჯი) სამართალდამცავის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა,რომელსაც იგი მთვრალი მამაკაცის მიმართ იჩენდა,ლევ ტოლსტოი ძალიან აღაშფოთა.მწერალმა თავი ვერ შეიკავა,მათთან მივიდა და სამართალდამცავს შემდეგი შეკითხვით მიმართა:
- თქვენ განათლება გაქვთ მიღებული?
- დიახ! – უპასუხა შეკითხვით დაბნეულმა სამართალდამცავმა გენიალური ლიტერატურული ქმნილების – “ომისა და მშვიდობის” ავტორს.
- მორალური კოდექსი წაგიკითხავთ?
- წამიკითხავს!
- თუკი ასეა,უნდა იცოდეთ,რომ ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არ უნდა გათელოთ და მას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ.
სამართალდამცავმა,რომელმაც ტოლსტოი ვერ იცნო,იგი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და გაგულისებულმა საპასუხო კითხვა დაუსვა:
- თქვენ კითხვა შეგიძლიათ?
- შემიძლია. – უპასუხა ტოლსტოიმ.
- სამართალდამცავთა ინსტრუქცია თუ გაქვთ წაკითხული?
- არა.
- რადგან არა გაქვთ წაკითხული,გირჩევთ: ჯერ ის წაიკითხეთ და შემდგომ დამიწყეთ ჭკუის სწავლება,როგორ უნდა მოვექცე იმათ,ვინც კანონს არღვევს, – მიუგო მან ტოლსტოის და დაკავებული მთვრალი მოქალაქე მუჯლუგუნის კვრით წაიყვანა განყოფილებისაკენ. (ავტორი გენია.ჯი)